FM97.5 / LIVE

რატომ ჭიანურდება კოსტავას ქუჩაზე დაზიანებული ცხაურების შეცვლა

მთავარისაზოგადოება 09.10.2013
თვეზე მეტია კოსტავას ქუჩაზე სანიაღვრე არხის ცხაურებია დაზიანებული, რაც ტრანსპორტის გადაადგილებას ხელს უშლის.

რატომ ჭიანურდება კოსტავას ქუჩაზე დაზიანებული ცხაურების შეცვლა
ადგილობრივების თქმით, სანიაღვრე არხზე ჯერ ერთი ცხაური გაფუჭდა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ რამდენიმე დაზიანდა. უკვე თვეზე მეტია, რაც ამ ადგილას ერთი ცხაური სანიღვრე არხიდან მთლიანად ამოვარდნილია, ხოლო ორი კი გატეხილია.

„ამ გზაზე გამგეობის თანამშრომლები თითქმის ყოველ დღე დადიან და ვერ ხედავენ რომ გასაკეთებელია?!“ - კითხულობენ ამავე ქუჩაზე მცხოვრებლები.

მათივე თქმით, ამ ადგილას ავტომობილებს გადაადგილებაც უჭირთ, რაც ხშირად ავარიულ მდგომარეობასაც ქმნის.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნული პრობლემის შესახებ იციან. როგორც ქალაქის რწმუნებული დავით სამსონიძე ამბობს,ამ პრობლემის მოგვარება უახლოეს პერიოდში იგეგმება. თუმცა, კონკრეტულად როდის გაკეთდება სანიაღვრე არხზე ახალი ცხაურები რწმუნებული ვერ აკონკრეტებს.

„ვიცით, რომ კოსტავას ქუჩაზე ცხაურებია დაზიანებული. თავიდან მხოლოდ ერთი იყო ამოვარდნილი და გავაკეთეთ, რამდენიმე დღის მერე სხვებიც დაზიანებულა, არ ვიცოდით გატეხილი თუ იყო. ახალ ცხაურებს გამოვიწერთ და ახლო მომავალში აუცილებლად გავაკეთებთ“,-ამბობს დავით სამსონიძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დანარჩენი ცხაურებიც რომ არ დაზიანდეს, პრობლემა რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]
ახალციხეში მოძრაობა უსაფრთხო გახდა
გატეხილი სანიაღვრე არხები შეკეთების მოლოდინში
ახალციხეში, ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე ცხაურები დაზიანდა
ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]
მარდის დასახლებაში დაზიანებული ცხაურები გამოცვალეს
ახალციხეში ათი დღის წინ გაკეთებული ცხაურები ისევ დაზიანდა