FM97.5 / LIVE

აბონენტებს წყლის დავალიანება უნახევრდებათ

მთავარიეკონომიკა 30.07.2012
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მცხოვრებ აბონენტებს კომპანიის მიმართ არსებულ დავალიანებას უნახევრებს.

აბონენტებს წყლის დავალიანება უნახევრდებათ

ვენერა ფრანგულიანმა დავალიანება 40 ლარის ოდენობით მანამდე გადაიხადა, სანამ აქციის შესახებ შეიტყობდა.

”თანხა ნაწილ-ნაწილ გადავიხადე. რომ მცოდნოდა კომპანია ვალს გამინახევრებდა, გადახდისგან თავს შევიკავებდი”, - ამბობს იგი.

აბონენტებმა, რომელთაც დავალიანების ჩამოწერა სურთ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონულ სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ.

დავალიანების მქონე აბონენტი, რომელიც გადაიხდის არსებული დავალიანების 50%-ს, დარჩენილი 50% ჩამოეჭრება. აქცია მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე - ფიზიკურ პირებზე ვრცელდება.

რამდენია მოსახლეობის დავალიანება, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა მენეჯერმა გია ბაგინაშვილმა ჯერჯერობით არ იცის. მისი თქმით, რეგიონის მასშტაბით ამჟამად დავალიანებებს ითვლიან.

მისივე თქმით, დავალიანების ჩამოწერის პროცედურა მარტივია.
აბონენტის განცხადება რეგისტრაციის შემდეგ ბილინგის სამსახურს გადაეცემა, რომელმაც უნდა სეისწავლოს დავალიანების საკითხი: ”შემდეგ მზადდება შედარების აქტი, რომელიც ინკასატორს მიაქვს აბონენტის მისამართზე. ორი ეგზემპლარიდან ერთი რჩება აბონენტთან, ერთი კი ბილნგში ბრუნდება. სერვისცენტრის ხელმძღვანელის შემოწმების შემდეგ, მაქსიმუმ ერთ კვირაში, დოკუმენტი მზად არის. მას შემდეგ რაც აბონენტი გადაიხდის, ბილინგი აკორექტირებს დავალიანებას”.

აბონენტებს გაუნახევრდებათ ის დავალიანება, რომელიც კომპანიის დაარსებიდან, 2010 წლის 14 იანვრიდან 2012 წლის პირველ ივლისამდე დაუგროვდათ.

ამჟამად ახალციხეში დაახლოებით 6000 აბონენტია.

ქალაქის ზოგიერთ უბანში მრიცხველების დამონტაჟება ჯერ ისევ მიმდინარეობს.

”დასასრულს უახლოვდება სამუშაოები საბარგო სადგურსა და მარდის დასახლებაში. შემდეგ სამუშაოები გვარამაძისა და ზარზმელის ქუჩებზე გაგრძელდება”, - განმარტავენ სერვისცენტრში.

თანხა გაუნახევრდებათ იმ აბონენტებსაც, რომლებიც გადასახადს მრიცხველის გარეშე, სულადობის მიხედვით იხდიან.

ბაგინაშვილის განცხადებით, ტარიფების გადახედვა არ იგეგმება . მრიცხველით ერთ ტონაზე გადასახადი 50 თეთრია, სულადობით კი ერთ სულზე 1,77 ლარი.

აქცია 18 ივლისს დაიწყო და 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება. აქციის დასრულებამდე აბონენტს ნებისმიერ დროს შეუძლია გადაიხადოს დავალიანების 50 პროცენტი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგიონებში წყლის დავალიანება გაუნახევრდებათ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს
სამცხე-ჯავახეთში დავალიანების გამო გაზის შეწყვეტა დაიწყო
წყალმომარაგების კომპანია აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს
‘დროულად დაფარეთ დავალიანება’ - ენერგო-პრო ჯორჯია
ბათუმი–ახალციხის გზაზე  დასაქმებულები  ისევ გაფიცვებს აანონსებენ
შსს–ს ახალციხეში მშენებარე კორპუსის დავალიანება ჯერ კიდევ არ დაუფარავს