FM97.5 / LIVE

ასპინძის საავადმყოფოს პრობლემებს სამთავრობო კომისია სწავლობს

მთავარი 19.03.2013
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ასპინძის საავადმყოფოს პრობლემები, რომელიც კომპანია ”ადითის” მფლობელობაშია, სამთავრობო კომისიამ შეისწავლა და ამ საკითხზე მოლაპარაკებები დღესაც გრძელდება.

ასპინძის საავადმყოფოს პრობლემებს სამთავრობო კომისია სწავლობს
ასპინძის საავადმყოფო

ასპინძის რაიონული საავადმყოფოს საკითხი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, ტარიელ ლონდარიძის თქმით, საავადმყოფოს პრობლემებით დაინტერესების თხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს წერილი გასული წლის დეკემბერში გაუგზავნეს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

”კომპანია ”ადითს”, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებას ფლობდა, მარტში გასდიოდა ვადა, ამიტომ ჩვენ დავაჩქარეთ წერილები, რომ პრობლემა დროულად მოგვარებულიყო. ჩემი ინფორმაციით, სახელმწიფომ ვალდებულებები ისევ ”ადითს” გაუგრძელა. აქედან გამომდინარე, პერსონალს ისევ აქვს პრობლემები. ჩემი თხოვნა იქნება სამინიტროსგან თუ გამოიყოფა სამუშაო ჯგუფი და ადგილზე შეისწავლის ამ კონკრეტულ შემთხვევას”, - აღნიშნა ტარიელ ლონდარიძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს 1555 სამედიცინო დაწესებულებიდან მსგავსი პრობლემა აქვს თითქმის ყველა საავადმყოფოს.

”ამ და სხვა ანალოგიური წერილების და სიტუაციის რეალური შესწავლის საპასუხოდ, გასული წლის 25 დეკემბერს ჩემს მიერ მთავრობის სხდომაზე ინიცირებულ იქნა საკითხი, რომელიც დადებითად გადაწყდა, რომ შეიქმნას სამთავრობო კომისია, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს რესურსი არ ეყო იმაზე, რომ შეესწავლა ის ჯერ-ჯერობით ამოუხსნელი შემთხვევები, რომლებიც ”ადითის” და არამარტო ”ადითის” შემთხვევაში იყო”, - განაცხადა დავით სერგეენკომ და აღნიშნა, რომ ”ადითის” მმართველობაში მყოფი რვა სამედიცინო დაწესებულებიდან მონიტორინგის ჯგუფმა ყველა დაწესებულების მდგომარეობა შეისწავლა. თუმცა, რადგან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს, ღია ეთერით ყველა საკითხზე საუბარი არ შეუძლია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ადამიანები უყურადღებოდ არ არიან მიტოვებული და მათ პრობლემას სამთავრობო კომისია სწავლობს: ”ამ კომისიაში შედის ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროები, მინისტრებისა და მოადგილეების დონეზე”.

ასპინძის საავადმყოფოს პრობლემებზე ”სამხრეთის კარიბჭეც” წერდა. მიმდინარე წლის იანვარში საავადმყოფოს მედ-პერსონალი სახელფასო დავალიანების გაცემას, ხელფასების მომატებას და გაუქმებული განყოფილებების აღდგენას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრების კითხვებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგენკო პასუხობს.

ასპინძის საავადმყოფოს პრობლემებს სამთავრობო კომისია სწავლობს
ასპინძის საავადმყოფო

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის საავადმყოფო სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა
დავით სერგეენკო აბასთუმნის საავადმყოფოს საკითხის შესწავლას გეგმავს
ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს
ახალციხისა და ასპინძის საავადმყოფოების საკითხი ისევ გაურკვეველია
სამთავრობო კომისიის მონიტორინგში ახალციხის საავადმყოფოც მოხვდა
ასპინძის საკრებულოში ორი კომისია იმუშავებს
აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს ახალი რენდგენის აპარატი აქვს