FM97.5 / LIVE

კლინიკა 'ჰემას' ექიმებმა სამცხე-ჯავახეთის მედიკოსებს გამოცდილება გაუზიარეს

მთავარისაზოგადოება 29.03.2014
სამცხე-ჯავახეთში მომუშავე თერაპევტებს, ოჯახის ექიმებს, კარდიოლოგებსა და გინეკოლოგებს, კლინიკა „ჰემას“ მედიკოსებმა, 29 მარტს გამართულ, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე გამოცდილება გაუზიარეს.

კლინიკა 'ჰემას' ექიმებმა სამცხე-ჯავახეთის მედიკოსებს გამოცდილება გაუზიარეს
მედიკოსები განმარტავენ, რომ მათი ვიზიტი ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მნიშვნელოვნად მატებამ განაპირობა. მათი თქმით, დაავადების ეფექტურ მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტირებას და ადექვატურ ჩარევას.

რადგან, როგორც წესი, პაციენტთა უმეტესი ნაწილი პირველად ოჯახის ექიმს მიმართავს, სწორედ ამიტომ კონფერენცია თერაპევტების, ოჯახის ექიმების, კარდიოლოგებისა და გინეკოლოგებისთვის ჩატარდა.

„გვინდა ავუხსნათ რაში მდგომარეობს თანამედროვე მედიცინის პრობლემა, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რა დროს უნდა გააგზავნონ პაციენტი სპეციალიზირებულ კლინიკაში დამატებითი კვლევებისთვის“, - მბობს მედიცინის აკადემიური დოქტორი, ონკოჰემატოლოგიისა და ქიმიოთერაპიის კლინიკა „ჰემას“ თანამშრომელი ნინო შარაშენიძე.

„ჰემას“ მედიკოსებთან ერთად ახალციხეში ჰემოფილიის ცენტრის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. შეხვედრამდე, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, ჰემოფილიით დაავადებული 10 პაციენტის ოჯახს მედიკამენტები გადასცეს.

ახალციხეში მყოფი ექიმები, ხვალ 30 მარტს, კლინიკა „იმედში“, მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. გამოკვლევები 10:00 საათიდან 13:00 საათამდე გაგრძელდება.

კლინიკა ‘იმედის’ ინფორმაციით, პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ სისხლის დაავადებები (ანემია, კოაგულოპატია, ონკოჰემატოლოგია) თან უნდა ჰქონდეთ სისხლის საერთო ანალიზი, შესაძლოა ანალიზი გაკეთდეს კლინიკაშივე.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომრებზე: (365)–22–50–80 მობ. 599–24–25–60.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ადგილობრივებს უფასო გამოკველევებს ჩაუტარებენ
ახალციხის მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ
კლინიკა ‘იმედში’ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა
ახალციხეში 'იმედის' კლინიკა 'ცხელების ცენტრად' გადაკეთდა
ახალციხეში  ონკოლოგიურ დაავადებებზე იმსჯელეს
დღეს ახალციხეში უფასო გამოკვლევა - კონსულტაციები ჩატარდება
კლინიკა ‘იმედში’ ახალი სამშობიარო სახლი გაიხსნა