FM97.5 / LIVE

კლინიკა ‘იმედში’ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

მთავარისაზოგადოება 12.04.2016
ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქმეს მითვისება–გაფლანგვის მუხლით იძიებს.

კლინიკა ‘იმედში’ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ კლინიკის შემოწმება გასულ კვირას დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, თავს იკავებენ დეტალებზე საუბრისგან.
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, კლინიკა „იმედის“ საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მითვისება–გაფლანგვას გულისხმობს.

საქმის ნაწილი, რითაც გამოძიება დაინტერესდა კაპიტაციურ ტარიფს ეხება. კაპიტაციური ტარიფი ამბულატორიული მომსახურების საფასურს გულისხმობს. საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ქალაქში მცხოვრებ ერთ მოქალაქეს 2 ლარს ურიცხავს. თანხა იმ კლინიკაში ირიცხება, სადაც ეს კონკრეტული ადამიანია რეგისტრირებული. სოფელში ერთ მოქალაქეზე სახელმწიფო 0.80 ლარს რიცხავს. სოფელში მცხოვრებს ოჯახის ექიმი ემსახურება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, კლინიკა „იმედში“ სოფელში მცხოვრები პაციენტები ქალაქში მცხოვრებლებად ჰყავთ რეგისტრირებული. ეს ნიშნავს, რომ საავადმყოფო სახელმწიფოსგან კუთვნილი 0.80 ლარის ნაცვლად 2.00 ლარს იღებს.

კლინიკა „იმედის“ ხელმძღვანელს დავით მაისურაძეს მომხდარზე საუბარი არ სურს: „ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ“.

პროკურატურაში გვიდასტურებენ, რომ საქმე ზოგადად კაპიტაციურ პროგრამას ეხება, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

„იმედმა“ ფუნქციონირება 2013 წლიდან დაიწყო. საკუთარი კლინიკა ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ყოფილმა მენეჯერმა დავით მაისურაძემ გახსნა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით ფეიქრიშვილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ყალბი დოკუმენტის დამზადებას ედავება
ახალციხის  საავადმყოფოდან წამოსულმა კარდიოლოგმა კერძო კლინიკა გახსნა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სამცხე–ჯავახეთში ახალი უფროსი ჰყავს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: მოწმეზე ზეწოლა არ განხორციელებულა
ახალციხეში 'იმედის' კლინიკა 'ცხელების ცენტრად' გადაკეთდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სტაჟირების პროგრამას აცხადებს
სამცხე–ჯავახეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს ცვლიან