FM97.5 / LIVE

ახალციხეში ონკოლოგიურ დაავადებებზე იმსჯელეს

მთავარი 12.07.2013
ონკოლოგიური მიმართულების კლინიკა „მედულას“ ექიმებმა ახალციხელ მედიკოსებს ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის გამოცდილება გაუზიარეს.

ახალციხეში  ონკოლოგიურ დაავადებებზე იმსჯელეს
სამეცნიერო კონფერენცია დღეს, 12 ივლისს „უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო ცენტრში გაიმართა.

"მედულას" მედიკოსებმა ძუძუს, პროსტატის, ფარისებრი ჯირკვლის, საკვერცხის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, ასევე შარდის შეუკავებლობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე გააკეთეს მოხსენებები.

„ის რაც ჩვენ ვიცით ონკოლოგიაში, ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ. ამიტომ გადავწყვიტეთ ერთმანეთს შევხვედრილიყავით“,- ამბობს კლინიკა „მედულას“ მთავარი ქირურგი ბადრი სეფაშვილი.

ახალციხის შემდეგ კლინიკა „მედულას“ ექიმები ახალქალაქს ესტუმრებიან, სადაც ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლინების მიზნით საქველმოქმედო აქციას გამართავენ.

„დიაგნოსტიკის შემდეგ პაციენტების მიღებას ახალციხეში ვგეგმავთ, რადგან მათ შედარებით ადვილად შეუძლიათ აქ მოსვლა და მკურნალობას დროულად დავიწყებთ“,-აცხადებს კლინიკა „მედულას“ კლინიკური ონკოლოგი მარიამ ჟვანია, რომელიც ამავდროულად „უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაშიც მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში ონკოლოგიური განყოფილება თვეზე მეტია რაც გაიხსნა. ახლად გახსნილ განყოფილებას დღეში დაახლოებით 5-6 ახალი პაციენტი აკითხავს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთში სიმსივნე გახშირდა
ახალციხეში ონკოლოგიური განყოფილება გაიხსნა (R)
„უნიმედი სამცხეს“ ექთნებს ტესტირება ჩაუტარდებათ
ახალციხეში ონკოლოგიურ დაავადებებზე უფასო გამოკვლევები ტარდება [R]
ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას ახალი სამედიცინო პერსონალი დაემატა (R)
საყოველთაო დაზღვევით ახალციხეში 148 პაციენტმა ისარგებლა
„უნიმედი სამცხეს“ მშობიარეებს თვითმმართველობის საჩუქრები არ შეხვდათ