FM97.5 / LIVE

ახალციხეში ცენტრალურ სტადიონის აღდგენა დაიწყო

მთავარისაზოგადოება 27.03.2014
ახალციხეში მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის აღდგენა - რეაბილიტაცია იწყება, პირველადი სამუშაობი დასრულებულია. რეაბილიტაციის შემდეგ საფეხბურთო სტადიონი მრავალფუნქციური გახდება.

ახალციხეში ცენტრალურ სტადიონის აღდგენა დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 300 ათასი ლარია გათვალისწინებული. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება წელს ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.

აღნიშნული თანხით დაგეგმილია ცენტრალურ სტადიონზე მაყურებელთა დასაჯდომი ადგილების გაკეთება. ასევე, უნდა გაიწმინდოს და მოწესრიგდეს სტადიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

„გვინდა, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკამები დავდგათ. გარდა ამისა, გაკეთდება VIP-ლოჟები. დაგეგმილია ღობის აღდგენა-რეაბილიტაცია“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

აღნიშნული სამუშაოების პარალელურად ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია დაახლოებით მილიონ-ნახევრიან ინვესტიციას გეგმავს. მძლეოსნობის ფედერაციას სტადიონის 50 პროცენტიანი წილი გასულ წელს გადაეცა. ოლეგ სანდროშვილის განმარტებით, ჩამოყალიბდა არაკომერციული არამომგებიანი იურიდიული პირი (ააიპ), რომლის ხელმძღვანელიც სამცხე-ჯავახეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ზიგმუნდ ზილბერშტეინია.

„ეს იქნება მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც მოემსახურებ სპორტის ბევრ სახეობას. უკვე გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ 2016 წელს ახალციხეში მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდეს. ჯერ თანხმობა არ მიგვიღია, მაგრამ თუ 2016 წელს არ ჩატარდება, მომდევნო წელსაც მოვითხოვთ“, - განმარტავს ზიგმუნდ ზილბერშტეინი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ იაძის სახელობის ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე საპროექტო სამუშაოები იწყება.

„პირველადი სამუშაოები შესრულებულია, ნიადაგის ექსპერტიზა ჩავატარეთ, აზომეს და დაათვალიერეს ტრიბუნები და ყველა შენობა-ნაგებობი, რომელიც უნდა გაკეთდეს. ახლა საპროექტო სამუშაოები იწყება, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს“, - ამბობს ზილბერშტეინი.

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია სტადიონის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს რეაბილიტაციასაც გეგმავს. ასევე გაკეთდება კვების ობიექტიც.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების სურვილია, რომ ახალციხეში საცურაო აუზიც გაკეთდეს.

„ეს იქნება 25 მეტრიანი დახურული აუზი, რომელიც ახალციხის სპორტსკოლის ტერიტორიაზე გაკეთდება“, - განმარტავს ზიგმუნდ ზილბერშტეინი.

ახალციხეში ცენტრალურ სტადიონის აღდგენა დაიწყო

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია გადაიდო
ახალციხის ცენტრალურ სტადიონს სტატუსი ეცვლება
ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდა
ბორჯომში ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურა მოეწყობა
მძლეოსნობის რესპუბლიკური ჩემპიონატი  ახალციხეში
ახალციხეში  ოთხი მინი სტადიონის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის ააიპ ‘მძლეოსნობის სპორტულ კლუბს’ დაფინანსება 33 500 ლარით ეზრდება