FM97.5 / LIVE

მძლეოსნობის რესპუბლიკური ჩემპიონატი ახალციხეში

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 05.05.2016
ახალციხემ მძლეოსნობის რესპუბლიკურ ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 160 –მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატზე ორი რეკორდი დაფიქსირდა.

მძლეოსნობის რესპუბლიკური ჩემპიონატი  ახალციხეში
ახალციხის ღია პირველობა, მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე, გუშინ, 4 მაისს მოეწყო. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გაერთიანებული მონაწილეები, ერთმანეთს მძლეოსნობის სხვადასხვა კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.

მძლეოსნობის ათ სახეობაში 60 პრიზიორი გამოვლინდა. ოცი პირველადგილოსანი, ოცი მეორეადგილოსანი და ოცი მესამეადგილოსანი. გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, ასევე სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

თბილისის გუნდის წევრმა ბადრი ქიმაძემ ორი ოქროს მედალი მოიპოვა. მან პირველი ადგილი დაიკავა ბადროს ტყორცნასა და ბირთვის კვრაში: „გამარჯვებას ნამდვილად ველოდებოდი, რადგან დიდი შრომა გვაქვს ჩადებული ამაში მე და ჩემს მწვრთნელს. ვემზადები ევროპის ჩემპიონატისათვის“.

1998 წლიან ბიჭების კატეგორიაში, 500 მეტრ მანძილზე რბენაში, დაიკავა პირველი ადგილი ახალციხელმა მინდია ენდელაძემ.

„გამარჯვებას ველოდი, კარგად ვიყავი მომზადებული“, – გვითხრა მინდიამ.

ჯამში, ახალციხელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვეს: 4 ოქრო,5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

ჩემპიონატი მძლეოსნობის სპორტული კლუბისა და ახალციხის მერიის ორგანიზებით მოეწყო.

ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის დირექტორის ზიგმუნდ ზილბერშტეინის განცხადებით, ამ ტურნირზე ორი რეკორდი დამყარდა: უროს ტყორცნაში და სტადიონზე ბირთვის კვრაში.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხემ მძლეოსნობის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა
ახალციხელმა მძლეოსნებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვეს
ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება
ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
ახალციხელი მძლეოსნების წარმატება ეროვნულ ჩემპიონატზე
ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდა
ახალციხელმა მძლეოსანმა ბაქოში ორი ოქროს მედალი მოიპოვა