FM97.5 / LIVE

ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია გადაიდო

მთავარისაზოგადოება 08.09.2014
ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლისთვის გადაიდო. თუმცა, შესაძლოა რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებები შევიდეს.

ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია გადაიდო

სტადიონის აღდგენა–რეაბილიტაციისთვის 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 300 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. თუმცა, ქალაქის მერის გიორგი კოპაძის თქმით, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის არასწორ ლიკვიდაციას შეეწირა: „საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა, არასწორად გაიცა ხელფასები და კომპენსაციები. თითქმის 300 ათას ლარზე მეტი იყო გამოყოფილი და სხვა რამეში დაიხარჯა. მაგრამ ახლა ამ თანხის მობილიზებას ვახდენთ, პარალელურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმ ადამიანებთან, ვინც ძირითადი თანხა გამოყო, ეს არის მძლეოსნობის ფედერაცია“.

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციას ახალციხის ცენტრალური სტადიონის 50–პროცენტიანი წილი გასული წლის ბოლოს გადაეცა. აქ დაახლოებით მილიონნახევრიანი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. გეგმის თანახმად, რეაბილიტაციის შემდეგ ახალციხის ცენტრალური სტადიონი მრავალფუნქციური უნდა გახდეს. თუმცა, შესაძლოა სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საცურაო აუზის აღარ გაკეთდეს.
ახალციხის მერის განმარტებით, მომავალ წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახალციხეში სპორტის სასახლის გაკეთებას გეგმავს. სამინისტრომ ქალაქის მერიას შესაბამისი ტერიტორიის გადაცემა უკვე მოსთხოვა.

„მეორე სკოლასა და სპორტსკოლას შორის ეს ტერიტორია უკვე მოვძებნეთ, მოვამზადეთ შესაბამისი წერილი, რომ ეკონომიკის სამინისტრომ გადმოგვცეს ეს ადგილი და შემდგომ ჩვენ გადავცემთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. იქ 2,5 ჰექტარზე იგეგმება სპორტის სასახლისა და საცურაო აუზის გაკეთება. აქედან გამომდინარე, საცურაო აუზი ახლანდელი სპორტსკოლის ტერიტორიაზე შესაძლოა აღარ გავაკეთოთ“, – ამბობს გიორგი კოპაძე.

მომავალი წლიდან სტადიონის რეაბილიტაცია კი იწყება, მაგრამ, ეყოლება თუ არა ქალაქს გუნდი, ეს ჯერ გაურკვეველია.

„ჩვენ ვიფიქრებთ ამაზე, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა და პირველ ლიგაში ვერ ათამაშებდნენ. ვიწვევდით სხვადასხვა რაიონებიდან და ძალიან დიდი თანხები გვიჯდებოდა. თუ ადგილობრივი რესურსი მოგვცემს ამის საშუალებას ამ შემთხვევაში შეიძლება. ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ სპორტსკოლების განვითარებაზე და აქვე გაიზრდებიან ფეხბურთელები“, – ამბობს კოპაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ცენტრალურ სტადიონის აღდგენა დაიწყო
აშენდება თუ არა საცურაო აუზი ახალციხეში - გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
ახალციხის ცენტრალურ სტადიონს სტატუსი ეცვლება
რატომ არ არის ახალციხეში ფეხბურთი პოპულარული [ფოტო/ვიდეო]
ბორჯომში ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურა მოეწყობა
ახალციხეში 16 ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება
”მესხეთი” ისევ დამფინანსებელს ეძებს [Photo]