FM97.5 / LIVE

ნარკოტიკების შემოტანის მცდელობა ვალესა და სარფში

მთავარისამართალი 25.03.2014
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „ვალე“ და „სარფი“ 24 მარტს ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

ნარკოტიკების შემოტანის მცდელობა ვალესა და სარფში
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „ვალეში“ თურქეთის მხრიდან შემოვიდა კანადის მოქალაქე რ.შ., რომელსაც ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი „ტრამადოლი“ (14,5 აბი). საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის ადიგენის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.

10 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი „დიაზეპამი“, 20 აბი ნარკოტიკული საშუალება „დიფენოქსილატი“ და 10 აბი ფსევდოეფედრინის შემცველი პრეპარატი „კოლდაქსი“ აღმოჩნდა ირანის მოქალაქე ა.ფ.-ის ბარგში, ხოლო ირანის მოქალაქე კ.მ.-ს 7 აბი სამედიცინო პრეპარატი „კოლდაქსი“ (ფსევდოეფედრინი) და 8 აბი ნარკოტიკული საშუალება „დიფენოქსილატი“ შემოჰქონდა მალულად.

„ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

შემოასვლების სამსახურის ცნობით, „სარფის“ კონტროლის ზონაში დააკავეს თურქეთის მხრიდან შემოსული ირანის მოქალაქე ზ.მ., რომლის ბარგის დათვალიერებისას მებაჯე ოფიცრებმა მედიკამენტი acetaminophen codeine 300/10 (10 აბი) აღმოაჩინეს. აღნიშნული საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატრულო პოლიციას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის 9 შემთხვევა 14 დღეში
ვალეს საბაჟოზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი აღმოაჩინეს
მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები „კარწახსა“ და „ვალეში“
ნინოწმინდის საბაჟოდან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატის შემოტანა სცადეს
ვალეში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი აღმოაჩინეს
კარწახისა და ვალეს საბაჟოებიდან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანა სცადეს
'ვალეს' საბაჟოზე მოქალაქეები ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანას ცდილობდნენ