FM97.5 / LIVE

ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის 9 შემთხვევა 14 დღეში

მთავარისამართალი 25.10.2013
ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტის "ვალეს" ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანის 9 შემთხვევა აღმოაჩინა.ამათგან, ორი თურქეთის მოქალაქე იყო, შვიდი ირანის. -

ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის 9 შემთხვევა 14 დღეში
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 11 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს“, ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ვ. ც., რომლის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი კოდეინი – 30 აბი და ფსიქოტროპული პრეპარატი ფსევდოეფედრინი – 24 აბი.

47 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი ფსევდოეფედრინი აღმოჩნდა იმავე დღეს, თურქეთის მხრიდან შემოსული თურქეთის მოქალაქის ნ. ც.-ის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისასაც.

14 ოქტომბერს, ფსიქოტროპული პრეპარატი დიაზეპამი - 9 აბი აღმოაჩნდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ. ბ.-ს.
მომდევნო დღეს, 15 ოქტომბერს, ასევე ირანის მოქალაქე ე.ს.-ს 20 აბი დიქსენოქსიტალე და 10 აბი ფსევდოეფედრინი აღმოუჩინეს,

17 ოქტომბერს"ვალეს" საბაჟოზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა.რ. შემოვიდა, რომლის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი „დიფენოქსილატი“ (11 აბი) აღმოაჩინეს.

19 ოქტომბერს, ირანის მოქალაქე მ.ე. „დიფენოქსილატის“ 5 აბის შემოტანას შეეცადა. იმავე დღეს, ირანის მოქალაქე ა.ფ.-ს ბარგსა და ხელბარგში აღმოაჩნდა: "აცეტამინოფენ კოდეინი“ - 10 აბი, ფსიქოტროპული პრეპარატები: „დიაზეპამი“ - 6 აბი, „ფსევდოეფედრინი“ - 8 აბი, „ალპრაზოლამი“ - 10 აბი, „ქლორდიაზეპოქსიდი“ - 13 აბი .

21 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ ტერიტორიაზე თურქეთიდან ირანის მოქალაქე ჰ.კ. შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირანის მოქალაქის კუთვნილ ბარგში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები: სიმრა პრეგაბალინი (SIMRA ,,pregabalin”) - 168 კაფსულა და ლირიკა („LIRICA“) - 5 კაფსულა აღმოაჩინეს.

23 ოქტომბერს, 14 აბი „დიფენოქსილატი“ აღმოაჩნდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.ს.-ს.

საქმის მასალები შემდგომი მოკვლევისათვის შსს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეს საბაჟოზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი აღმოაჩინეს
'ვალეს' საბაჟოზე მოქალაქეები ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანას ცდილობდნენ
ნარკოტიკების შემოტანის მცდელობა ვალესა და სარფში
ვალეში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი აღმოაჩინეს
ვალეს 'საბაჟოდან' ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები შემოჰქონდათ
კარწახისა და ვალეს საბაჟოებიდან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანა სცადეს
ვალეში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს