FM97.5 / LIVE

რატომ ჩივიან ელექტრონულ ზედნადებებზე ახალქალაქში

მთავარიეკონომიკა 15.05.2012
სასაქონლო ზედნადების შევსება ელექტრონულ ვერსიაზე გადავიდა. ცვლილებამ, რომელსაც სავაჭრო პროცესი უნდა გაემარტივებინა, ახალქალაქის მეწარმეებს, ენის უცოდინარობისა და აუცილებელი პირობების უქონლობის გამო, საქმე გაურთულა

სასაქონლო ზედნადების შევსება ელექტრონულ ვერსიაზე გადავიდა. ცვლილებამ, რომელსაც სავაჭრო პროცესი უნდა გაემარტივებინა, ახალქალაქის მეწარმეებს, ენის უცოდინარობისა და აუცილებელი პირობების უქონლობის გამო, საქმე გაურთულა

ზედნადების შევსება ელექტრონული ფორმით სავალდებულო მიმდინარე წლის 1 აპრილიდან გახდა. ცვლილების თანახმად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა, ზედდებული უნდა შეივსოს საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის გადაზიდვის დაწყებისთანავე. მაღაზია ვალდებულია 48 საათის განმავლობაში ზედნადები ელექტრონულად დაადასტუროს. თითოეულ ზედნადებს ავტომატურად ენიჭება უნიკალური ნომერი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ეს სისტემა დიდ სარგებელს მოუტანს სახელმწიფოს, რადგან შემცირდება ჩრდილოვანი ეკონომიკა. საქონლის დამალვა ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება.

ჯავახეთის ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარის არმენ ფარმანიანის განცხადებით, მაღაზიების 80 პროცენტი, რომლებიც დაბალი საქონელბრუნვის გამო გადასახადებს არ იხდიდდნენ, შეიძლება დღგ-ს გადამხდელები გახდნენ:”მაღაზიები, რომლებიც რეგისტრირებული იყო როგორც მიკრო და მცირე ბიზნესი, თავისუფლდებოდნენ დღგ-ს გადასახადისგან. ახლა კი ნათლად ჩანს ყველა მაღაზიის შემოსავლები. საქართველოს მასშტაბით იგი სახელმწიფოს დიდ შემოსავალს მოუტანს”.

ელექტრონული საქმისწარმოება ახალქალაქელი ბიზნესმენებისთვის ახალი არ არის, მათ უკვე აქვთ ელფოსტის მისამართები, ისინი საბუღალტრო აღრიცხვას და დეკლარაციას ელექტრონული სისტემით აგზავნიან. თითოეულ მაღაზიას ჰყავს ქართულენოვანი ბუღალტერი, რომელიც საქმეს თავისი კომპიუტერიდან აკეთებს. ახლა, ელექტრონული ფორმით ფაქტურების შევსებამ მაღაზიაში კომპიუტერის და ინტერნეტის აუცილებლობა გამოიწვია. ბუღალტერი, რომელიც სახლიდან ან სხვა სამსახურიდან მუშაობს, ყოველთვის ვერ ახერხებს ზედდებულის ან დასტურის გაგზავნას. თანამშრომელი მუდმივად მაღაზიაში უნდა იყოს, ეს კი პატარა მაღაზიებისთვის არარენტაბელურია.

- ”მაღაზიას იმდენი შემოსავალი არა ქვს, რომ კომპიუტერი დავდგა, ინტერნეტი ჩავრთო და თანამშრომელიც დავიქირავო. ეს სუპერმარკეტი არ არის, ვაჭრობა მცირეა, - ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი ანიჩკა გრიგორიანი და ამატებს, რომ არის შემთხვევები, როცა დისტრიბუტორები თავად ავსებენ ზედნადებს და თვითონვე ადასტურებენ, - ზოგჯერ საქონელი არ მჭირდება, მაგრამ დისტრიბუტორებს უკვე შევსებული აქვთ ზედნადები, იძულებული ვხდები საქონელი მივიღო”.

სოფელ კიროვაკანის მაღაზიის მფლობელი ერვანდ პეტროსიანი ამბობს, რომ ამ სიახლეში მხოლოდ ზედმეტი სირთულეები და დანახარჯია: ”ხანდახან პროდუქტებს ხილზე ვცვლით, მაგრამ არა გვაქვს საბუთი და ეს პრობლემებს იწვევს. მაგალითად, მოაქვთ ლუდი, ჩნდება ინტერნეტის პრობლემა. ჩვენს სოფელში მაგთი ფიქსის ინტერნეტია, მაგრამ გამართულად არ მუშაობს”.

გარდა ამისა, მეწარმეები დისტრიბუციის სამუშაოს გართულებაზეც საუბრობენ.

- ”ადრე ისინი მოდიოდნენ და გვთავაზობდნენ ამა თუ იმ საქონელს. ახლა კი ზუსტად უნდა იცოდნენ რა რაოდენობის საქონელი სჭირდებათ, ამიტომ, წინასწარ მოდიან ან გვირეკავენ, აგროვებენ შეკვეთებს და შემდეგ მოაქვთ პროდუქცია”, - ამბობენ ისინი.

ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი ამბობს, რომ ასეთ პირობებში უკეთესი იქნება სადისტრიბუციო ქსელის დეცენტრალიზაცია. მისივე განმარტებით, ჯერ ინფრასტრუქტურა შესაფერისი არ არის, ცუდი პირობებია, ამიტომ, სიახლეების ეფექტი არ იგრძნობა: ”არსებობს საქონელი, რომელიც იცი და უკვეთავ. მაგრამ, არის ახალი შემოთავაზება, ახალი საქონელი, თუ არ იცი რა არის, როგორ უნდა შეუკვეთო?! 5-10 წელიწადია საჭირო, რომ ეს სიახლე ეფექტურად ამუშავდეს. სანამ არ შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაღაც ეტაპზე, ახალი საქონლის შემოტანა ფერხდება”’.

გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, ადგილობრივ მეწარმეებს ენის პრობლემაც შეექმნათ, რადგან მთელი პროცესი სახელმწიფო ენაზე ხორციელდება. ჯავახეთის ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარის არმენ ფარმანიანის განცხადებით, ამ პრობლემას თანდათანობით შეეგუებიან: ’’შეიძლება ხანში შესულმა მეწარმემ არ იცის ქართული ენა, იგი იძულებული ხდება აიყვანოს ქართული ენის მცოდნე ბუღალტერი. ასორტიმენტის დასახელება ტერმინოლოგიასთანაა დაკავშირებული, ძნელია, განსაკუთრებით, სამშენებლო ან სათადარიგო ნაწილების მაღაზიებისთვის’’.

მისივე თქმით, სიახლის შეგუებას დრო სჭირდება. რადგან მეწარმეებს სხვა გზა, სხვა გამოსავალი არ აქვთ, დროთა განმავლობაში ელექტრონულ საქმისწარმოებასაც შეეგუებიან.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შემოსავლების სამსახური:18,919 ლარის საქონელი პირს ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა
გაძვირდა თუ არა სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში საქონლის ფასი
ახალქალაქში ბაზრის მოვაჭრეებს დაჯარიმებით ემუქრებიან

საშუალო და მცირე მეწარმეებს  ბრუნვის გადასახადი 5%-დან 1%–მდე უმცირდებათ
‘ტროტუარზე მოძრაობა არ უნდა შეიზღუდოს’– რა შემთხვევაში დაჯარიმდება მაღაზიის მფლობელი
რა რისკებს შეიცავს შრომის კოდექსის კანონპროექტი