FM97.5 / LIVE

საშუალო და მცირე მეწარმეებს ბრუნვის გადასახადი 5%-დან 1%–მდე უმცირდებათ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 16.03.2018
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ საშუალო და მცირე მეწარმეებს დღეს ის საგადასახადო ინიციატივა გააცნეს, რომლის მიხედვით, მათ ბრუნვის გადასახადი 5%-დან 1%–მდე უმცირდებათ. მეწარმეებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი შეხვდა.

საშუალო და მცირე მეწარმეებს  ბრუნვის გადასახადი 5%-დან 1%–მდე უმცირდებათ

ახალი საგადასახადო ინიციატივის მიხედვით, მცირე ბიზნესად დღეს თუ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ამ კატეგორიაში 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება. გარდა ამისა, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5%-დან 1%–მდე შემცირდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განმარტებით, საგადასახადო რეფორმა 120,000-მდე მეწარმეს ეხება: „ჩვენი პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რათა უზრუნველვყოთ საქართველოში ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მოსახლეობის ყველა ფენას შეეხება“.

მისი თქმით, მცირე ბიზნესისთვის უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა შენარჩუნდება. მეწარმეებს არ ექნებათ საქონლის აღრიცხვისთვის სპეცილური ჟურნალის წარმოებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება. მცირე მეწარმეებს მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენება და სასაქონლო ზედნადების ქონა დაევალებათ. გრდა ამისა, მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად და შესაბამისად, ჩაითვალონ დღგ, ან უკან დაიბრუნონ ავტომატურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საშუალო და მცირე მეწარმეებს  ბრუნვის გადასახადი 5%-დან 1%–მდე უმცირდებათ

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მეწარმეები ძირითადად ტექნიკური საკითხებით დაინტერსედნენ.
„გვაინტერსებდა როგორ შეიძლება მოხდეს ინდმეწარმეზე გადასვლა და სხვასხვა ტექნიკური დეტალები. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, მეტ საშუალებას მოგვცემს ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად. გვექნება ნაკლები შეცდომები და რაღაცა საკითხები გაგვიმარტივდება“,– გვითხრა შეხვედრის დასრულების შემდეგ შპს „პაპირონის“ ხელმძღვანელმა თეიმურაზ გოგოლაძემ.

ფინანსტა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საგადსახადო ინიციატივის გაცნობის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება
‘ევროპული საქართველოს’ გეგმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს
რას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო – შეხვედრა ახალციხეში
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დეტალებს გააცნობენ
რა შემთხვევაში დააფინანსებს სახელმწიფო მცირე მეწარმეებს
ახალციხეში საგადასახადო კანონმდებლობას განიხილავენ