FM97.5 / LIVE

ახალციხის ახალგარემონტებულ ბაღში წყლის გახეთქილმა მილმა საძინებლის იატაკი აყარა

მთავარისამართალი » შემთხვევა 06.03.2014
ახალციხის ერთ-ერთ ახალგარემონტებულ საბავშვო ბაღში წყლის გახეთქილმა მილმა ბავშვების საძინებელი დატბორა და ახალდაგებული, ლამინირებული პარკეტი აყარა. ვინ შეაკეთებს დაზიანებას, ამ ეტაპზე უცნობია.

ახალციხის ახალგარემონტებულ ბაღში წყლის გახეთქილმა მილმა საძინებლის იატაკი აყარა
შემთხვევა შაბათს, 2 მარტს, ახალციხის პირველ ბაგა-ბაღში მოხდა. დაზიანება მხოლოდ მეორე დღეს, კვირას აღმოაჩინეს. ბაღის დარაჯმა ავარიის შესახებ ეზოში მოთამაშე ბავშვებისგან შეიტყო.

მილი იმ სამზარეულო ოთახში გასკდა, რომელსაც ჭურჭლის დასარეცხად იყენებენ. ოთახი შენობის პირველ სართულზე მდებარეობს. ბაღში ამბობენ, რომ გახეთქილი მილიდან წყალი წნევით ასხამდა და გვერდზე მდებარე საძინებლამდე აღწევდა. საძინებელში კი იატაკი ისე დასველდა, რომ ახალდაგებული, ლამინირებული პარკეტი აიყარა.

ახალციხის ახალგარემონტებულ ბაღში წყლის გახეთქილმა მილმა საძინებლის იატაკი აყარაბაღის ადმინისტრაციამ ბავშვები სხვა ოთახში გადაიყვანა. ამ ეტაპზე ოთახში მხოლოდ ავეჯი რჩება. ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ვინ შეაკეთებს დაზიანებულ ოთახებს, ჯერ გაურკვეველია.

პირველი ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ საბავშვო ბაღებს შორის, რომელსაც მთლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოებისთვის 132.936 ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინდივიდუალური მეწარმე „ქრისტინე სარაშვილი“ ასრულებდა. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი „სამხრეთის კარიბჭეს“ დღეს ბაღში დახვდა. მან გვითხრა, რომ მილის დაზიანება მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს არ გამოუწვევია და ამიტომ ოთახის გარემონტება მათ არ ევალებათ.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ადასტურებენ, რომ იმ ოთახს (პატარა სამზარეულოს), სადაც მილი გასკდა რეაბილიტაცია 2013 წლის იანვარში ჩაუტარდა და ეს სამუშაოები ნამდვილად არ შეუსრულებია ინდ.მეწარმე „ქრისტინე სარაშვილს“.

თუმცა, დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ნანა გელაშვილი ამბობს, რომ იმ კომპანიას, რომელმაც ეს სამზარეულო გაარემონტა, პასუხისმგებლობის ვადა უკვე გასული აქვს და ვერაფერს მოსთხოვენ.

ვინ გაარემონტა აღნიშნული ოთახი 2013 წლის იანვარში და რა თანხა დაიხარჯა მაშინ ამისთვის, ნანა გელაშვილი ვერ გვიკონკრეტებს. იგი ამბობს, რომ მაშინ ამ პოზიციაზე არ მუშაობდა და შესაბამისად, ინფორმაციას არ ფლობს. შეგახესენებთ, ნანა გელაშვილი გაერთიანების დირექტორად 2013 წლის თებერვლიდან დაინიშნა, საუბარი კი ამავე წლის იანვარზეა.

ნანა გელაშვილი ფიქრობს, რომ დაზიანებულ ოთახებს „ქრისტინე სარაშვილი“ შეაკეთებს. „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, რატომაა „ქრისტინე სარაშვილი“ ვალდებული აღმოფხვრას ის ხარვეზები, რაც მის მიერ შესრულებულ სამუშაოებს არ გამოუწვევია და რაზეც პასუხისმგებელიც არაა, გვპასუხობს: „გულისხმიერებას გამოიჩენს და ინდ. მეწარმე „ქრისტინე სარაშვილი“ გააკეთებს ქველმოქმედების სახით“.

იმის გასარკვევად ვინ შეაკეთა 2013 წელს სამზარეულო, „სამხრეთის კარიბჭე“ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ნინო ბლუაშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების სამსახურთან დაკავშირება გვირჩია. აღნიშნული სამსახურის ქონების მართვის სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსმა მანანა ბალიაშვილმა ინფორმაციის მისაღებად უკან, პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. ამის შემდეგ "სამხრეთის კარიბჭე" ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსს გიორგი გიქოშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამ პოსტზე მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა. გიორგი გიქოშვილმა განგვიცხადა, რომ ამ პოსტზე ახალი დანიშნულია და ამიტომ ინფორმაციას არ ფლობს: „მოგვწერეთ ოფიციალური წერილით და გიპასუხებთ“.

„სამხრეთის კარიბჭე“ იკვლევს ვინ შეაკეთა 2013 წლის იანვარში ოთახი და ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა. დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ. ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, რომ 2013 წლის იანვარში ახალციხის რვა სკოლამდელი დაწესებულების სველი წერტილების რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 131,000 ლარი გამოიყო. სარემონტო სამუშაოებს კი ოთხი ფირმა აწარმოებდა.

ახალციხის ახალგარემონტებულ ბაღში წყლის გახეთქილმა მილმა საძინებლის იატაკი აყარა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვის უწევს ახალციხის ახალგარემონტებულ ბაღში აყრილი იატაკის დაგება?
ბაგა-ბაღში აყრილი პარკეტი დავის საგანი გახდა
ვის რამდენი შეხვდა ბაღების რემონტისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონიდან
ახალციხის ბაღში აყრილი იატაკი დაგებულია, თუმცა, თანხას არავინ იხდის
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
სასწავლო პროცესი ახალციხის ყველა ბაღში განახლდა
ახალციხის ორ ბაღში სწავლა განახლდა