FM97.5 / LIVE

ბაგა-ბაღში აყრილი პარკეტი დავის საგანი გახდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 06.03.2014
რატომ მოუხდა ახალციხის პირველ ბაგა-ბაღში დაზიანებული წყლის მილის შეკეთება იმ კომპანიას, რომელსაც ეს არ ევალებოდა და რატომ ავალდებულებენ ამავე კომპანიას, საძინებელში დაზიანებული იატაკის გამოცვლას?

ბაგა-ბაღში აყრილი პარკეტი დავის საგანი გახდა
მილი, რის გამოც ბაგა-ბაღის საძინებელში პარკეტი აიყარა, შეკეთებულია. ბაგა-ბაღის მენეჯერი ციცო საანიშვილი ამბობს, რომ ავარია ინდ.მეწარმე „ქრისტინე სარაშვილმა“ აღმოფხვრა: „ვიყიდეთ ჩვენი სახსრებით მილის პატარა მონაკვეთი და გაგვიკეთა“.

თუმცა, აღნიშნული კომპანია ამ დაზიანებაზე პასუხისმგებელი არ იყო. იმ სამზარეულოს სველი წერტილები, სადაც 2 მარტს მილი გასკდა, გასული, 2103 წლის იანვარში, შპს „გვრიტმა“ გაარემონტა. სამუშაოებისთვის ჯამში 27.641 ლარი დაიხარჯა.

„შპს „გვრიტის“ წარმომადგენელი გელა ჭალიძე ამბობს, რომ ამ დაზიანების შესახებ მათ არც კი გაუგიათ: „პირველად თქვენგან მესმის. საგარანტიო ვადები უკვე გასულია. ვადის გასვლამდე რაც დაზიანებულა, ყოველთვის გაგვიკეთებია“.

„შპს „გვრიტისგან“ განსხვავებით, ბაგა-ბაღში შესრულებული სამუშაოებისთვის საგარანტიო ვადები ჯერ გასული არ აქვს „ქრისტინე სარაშვილს“. აღნიშნულმა კომპანიამ ბაგა-ბაღის რემონტი 2013 წლის ზაფხულში დაიწყო და 2014-ის დასაწყისში დაასრულა. „ქრისტინე სარაშვილის“ მიერ გაკეთებული საძინებელი დატბორა „გვრიტის“ გაკეთებულმა წყლის მილმა. ვინიდან „სარაშვილს“ საგარანტიო გასული არ აქვს, მას სთხოვენ საძინებლის დაზიანებული იატაკის გამოცვლას.

სკოლამდელი აღზრდის დაწერებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა გელაშვილი ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ, რადგან გაერთიანებას სახსრები არ აქვს: „როცა ფასიანი იყო საბავშვო ბაღები, ჩვენი შემოსავალი გვქონდ, შემეძლო, ბიუჯეტიდან სახსრები გამოგვეყო და გაერთიანებას გაეკეთებინა. მაგრამ, რადგან უფასოა, მთლიანად ვზივარ მოჭრილ ბიუჯეტზე. არანაირი საშუალება არ მაქვს, რომ ბაღებს დავეხმარო, თუ გამგეობა არ დამეხმარა. ამ შემთხვევაში ვთხოვთ ინდ. მეწარმე „ქრისტინე სარაშვილს“ და იმედია დაგვეხმარება“.

„ქრისტინე სარაშვილის“ ხელმძღვანელი ნუგზარ სარაშვილი ამბობს, რომ ოთახს ხელახლა გააკეთებს, თუმცა, არა იმის გამო, რომ ეს მისი პასუხისმგებლობაა. თუმცა, ასე იმ შემთხვევაში მოიქცევა, თუ გამგეობა მასზე ზეწოლას შეწყვეტს.

„როგორ მივატოვო ბაღი ასეთ მდგომარეობაში? ჩემი მოქალაქეობრივი ვალია და გავარემონტებ, მაგრამ აქ სხვანაირი ვაჭრობა დამიწყეს. ამბობენ, რომ თითქოს ჩემი ბრალია მილის დაზიანება. მთელი ფინასები მათთან [ახალციხის გამგეობა] იმყოფება და გააჩერეს გადმორიცხვები. ეს არ არის ლამაზი, თუ ასე იქცევიან, თან მავალდებულებენ, მაშინ შეიძლება სასამართლოს მივმართო. ვიმეორებ, გავაკეთებ, მაგრამ თუ სამაგიეროდ თანხას დამიქვითავენ და რაღაც-რაღაცეებს მიედ-მოედებიან, აღარ გავაკეთებ“, - აცხადებს ნუგზარ სარაშვილი.

მისივე თქმით, მისი წარმომადგენელი დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა თვითმმართველობაში ვითარების გარკვევას, თუმცა ვერ შეძლო: „უთხრეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არ არის ადგილზე და მის გარდა ამ საკითხს ვერავინ გადაწყვეტს. ალბათ მომიწევს მე ჩამოვიდე თბილისიდან. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვარ აქ, ჩამოვალ ამ დღეებში და გავარკვევ“.

რატომ შეუჩერა გადარიცხვები გამგეობამ „ქრისტინე სარაშვილს“ ამის გარკვევა „სამხრეთის კარიბჭემ“ თვითმმართველობაში სცადა. თუმცა, არც საკრებულოს თავმჯდომარემ და არც გამგებელმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ამ საკითხის გარკვევა "სამხრეთის კარიბჭეს" გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღარ უცდია, რადგან აღნიშნულ სამსახურში მთელი დღის განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ მილი შპს "გვრიტმა" შეაკეთა, მაშინ როცა შპს "გვრიტმა" დაზიანების შესახებ არც კი იცოდა.

შეგახსენებთ, რომ ახალგარემონტებულ პირველ საბავშვო-ბაღში წყლის მილი შაბათს, 2 მარტს გასკდა და საძინებელი ოთახი დატბორა. ითახში აყრილია ლამინირებული პარკეტი. ადმინისტრაციამ აღსაზრდელები დროებით სხვა ოთახში გაიყვანა.

ბაგა-ბაღში აყრილი პარკეტი დავის საგანი გახდა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვის უწევს ახალციხის ახალგარემონტებულ ბაღში აყრილი იატაკის დაგება?
ახალციხის ახალგარემონტებულ ბაღში წყლის გახეთქილმა მილმა საძინებლის იატაკი აყარა
ახალციხის ბაღში აყრილი იატაკი დაგებულია, თუმცა, თანხას არავინ იხდის
ვის რამდენი შეხვდა ბაღების რემონტისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონიდან
ერთ-ერთ ინდმეწარმეს ბაღების რეაბილიტაციისას ზედმეტად დახარჯული თანხა არ აუნაზღაურეს
ახალციხის ორ ბაღში სწავლა განახლდა
მესამე დღეა ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში გათბობა არ აქვთ