FM97.5 / LIVE

„უნიმედი სამცხეს“ თანამშრომლები სამი თვის უხელფასობას აპროტესტებენ

მთავარისაზოგადოება 20.03.2015
„უნიმედი სამცხეს“ მედპერსონალი სამი თვის სახელფასო დავალიანებას ითხოვს და საავადმყოფოში არსებულ გაუსაძლის პირობებს აპროტესტებს. ამ წუთებში თანამშრომლები ახალციხის მერსა და მის მოადგილეებს ხვდებიან. შეხვედრა „უნიმედი სამცხეში“ იმართება.

„უნიმედი სამცხეს“ თანამშრომლები სამი თვის უხელფასობას აპროტესტებენ

შეხვედრა დახურულია და დარბაზში, სადაც 50–მდე თანამშრომელია შეკრებილი, „უნიმედი სამცხეს“ დაცვამ მედიის წარმომადგენლები არ შეუშვა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტმა გაარკვია, მედპერსონალი დაგვიანებულ ხელფასებთან ერთად დაბალ ანაზღაურებასაც აპროტესტებს.

„მე მხოლოდ ერთი თვის ხელფასი არ ამიღია, თუმცა თანამშრომლების უმრავლესობა სამი თვის ხელფასს ელოდება. კრედიტები გვაქვს აღებული და გადახდა გვიგვიანდება“, – ამბობს „უნიმედი სამცხეს“ თანამშრომელი ლამარა კიკნაძე.

გარდა ამისა, თანამშრომლები სარემონტო სამუშაოების გამო დაწესებულებაში გაუსაძლის პირობებსაც აპროტესტებენ: „რამდენიმე ექიმს ერთ კაბინეტში გვიხდება მუშაობა. ასე სამუშაო პროცესიც ფეხდება“.

შეხვედრას ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი და ქალაქის საკრებულოს დეპუტატი ჯიმშერ გოგოლაურიც ესწრება.

„სამხრეთს კარიბჭე“ „უნიმედი სამცხეში“ რჩება და განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'უნიმედი სამცხეს' ექიმების პროტესტი [Video]
„უნიმედი სამცხეს“ ექთნებს ტესტირება ჩაუტარდებათ
„უნიმედი სამცხეს“ მშობიარეებს თვითმმართველობის საჩუქრები არ შეხვდათ
სხვა კლინიკაში მუშაობის გამო ‘უნიმედი სამცხედან’ ქირურგი გაათავისუფლეს
”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს
„უნიმედი სამცხეში“ საოპერაციოდ გამზადებულ პაციენტებს რამდენიმე საათი ალოდინეს
პაციენტის ოჯახი ‘უნიმედი სამცხეს’ წინააღმდეგ