FM97.5 / LIVE
ქალაქი სანაგვე ურნების გარეშე

ქალაქი სანაგვე ურნების გარეშე

მთავარისაზოგადოება 03.07.2012
ახალქალაქში დიდი, ღია სანაგვე ურნების რიცხვს შპს “სანიტარული დასუფთავება” თანდათანობით ამცირებს და მათ მთლიანად აღებასაც აპირებს

ქალაქი სანაგვე ურნების გარეშე

დარბინიანისა და მესროპ მაშტოცის ქუჩების გზაჯვარედინზე უკვე შეიმჩნევა “ხელოვნური” ნაგავსაყრელი – აქ საკმაოდ ბევრი ნაგავი ყრია და რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს.

ასეთი სანახაობა ქალაქში იშვიათი არ არის. რამდენიმე თვის წინ ამ “ახალი ნაგავსაყრელის” შორიახლოს ნაგვის კონტეინერები იდგა. ისინი აიღეს, რათა ქალაქი გასუფთავებულიყო, რადგან კონტეინერები მალევე ივსებოდა და მათ ირგვლივ ნაგავი იყო მიმოფანტული. კონტეინერები რამდენიმე სხვა ადგილიდანაც აიღეს. თუმცა შპს “სანიტარული დასუფთავება” პატარა პლასტმასის ყუთების რიცხვის 10-15 ცალით გაზრდას აპირებს, ძირითადად დაწესებულებებისა და ქალაქის ცენტრის საზოგადოებრივი ადგილების მიმდებარედ.

შპს “სანიტარული დასუფთავების” დირექტორის პარგევ იორდანიანის თქმით, ახალქალაქში სხვადასხვა ადგილებზე ნაგვის 54 კონტეინერი დგას. აღნიშნული კონტეინერების მოხსნას იორდანიანი იმით ასაბუთებს, რომ ქალაქში ღია ნაგვის ყუთები არ უნდა იდგეს, ისინი პლასტმასისა და თან დახურული უნდა იყოს. “სანიტარულ დასუფთავებაში” უკმაყოფილონი არიან, რადგან ქალაქის მცხოვრებლები ნაგავს სპეციალურ სანაგვე მანქანებში ჩაყრის ნაცვლად, კონტეინერებში ყრიან, ეს ურნები კი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ნაგვისთვისაა განკუთვნილი.

ქალაქის მოსახლეობა ურნების მოხსნას არაერთგვაროვნად აფასებს.

დიასახლი ნანა დარბინიანი მიიჩნევს, რომ ასეთი კონტეინერები მოსახლეობას აუცილებლად ჭირდება.

-“თუ მანქანა არ მოვა, რა უნდა ვქნათ. ზაფხულში ნაგავს სუნი ერთ დღეში უჩნდება. ნაგავს კონტეინერში ხშირად ვყრი, რადგან სანაგვე მანქანა ჩვენს ქუჩაზე დროულად არ მოდის”, - ამბობს ნანა.

მანანა ნათენაძეც ფიქრობს, რომ კონტეინერები ქალაქში საჭიროა: “რასაკვირველია, ისინი უნდა დარჩეს. ნაგვის კონტეინერები ყველა ქალაქში დგას”.

ჯულიეტა ავეტისიანი კონტეინერების მოხსნის საკითხში შპს “სანიტარულ დასუფთავებას” ეთანხმება: “მე დარბინიანის ქუჩის ახლოს ვცხოვრობ და როცა იქ კონტეინერები იდგა, საშინელი სუნი იყო, კონტეინერების ირგვლივ ნაგავი ეყარა და ძაღლები დაწანწალებდნენ. როგორც კი აიღეს, ყველაფერი გასუფთავდა. კმაყოფილი ვარ. ნაგვის მანქანა ორ დღეში ერთხელ მოდის. ნაგვის გადაყრას ვასწრებ. მთელი წლის გადასახადიც კი წინასწარ გადავიხადე”.

ლიუბა სერობიანი ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის მომხრეა. იგი მიიჩნევს, რომ ცენტრალური ქუჩებიდან ან კონტეინერები უნდა აიღონ ან იქიდან ნაგავი დროულად გაიტანონ.

-“გამგეობის ახლოს კონტეინერები დგას და ხშირად უბრალოდ შეუძლებელია იქ გავლა. ნაგავი კონტეინერების ირგვლივ ყრია და უსიამოვნო სუნი დგას, ეს კი ქალაქის ცენტრია. თუ დროულად გატანა არ შეუძლიათ, რასაკვირველია, ჯობს თავად ურნები აიღონ. თუ ვერ ასწრებენ, იქნებ სანაგვე ტექნიკის რაოდენობა მაინც გაზარდონ”, - ამბობს ლიუბა სერობიანი.

შპს “სანიტარული დასუფთავების” დირექტორის თქმით, ისინი სანაგვე ყუთებს ყოველდღიურად ასუფთავებენ: “ჩვენ დილას გაგვაქვს, შემდეგ კი ურნების ირგვლივ ქაღალდის ყუთების დაყრას იწყებენ, ამის გამო სხვებს ურნასთან მიახლოება და ნაგვის შიგნით ჩაყრა აღარ შეუძლიათ. გარდა ამისა, ბევრს სოფლებიდან მანქანებით ჩამოაქვს ნაგავი და ურნაში ყრის. ისინი მალევე ივსება. ქალაქელები კი, სავსე ურნების დანახვისას, უკვე გარეთ ყრიან ნაგავს”.

“სანიტარული დასუფთავების” ხელმძღვანელობის თქმით, მათი ფინანსური სახსრები ძალიან შეზღუდულია. ორგანიზაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. წელს მათ მხოლოდ 120 ათასი ლარი გამოუყვეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა უკვე დღეს დარწმუნებულია, რომ დეკემბერში დამატებითი ფულადი სახსრები დასჭირდებათ. ორგანიზაციას ბევრი უკვე დახარჯული აქვს, მათ შორის, ნაგავსაყრელის ადგილის შეცვლისთვის. “სანიტარულ დასუფთავებას” მოცემული მომენტისთვის ორი ერთეული ტექნიკა აქვს, რომლებიც ნაგავს მაცხოვრებლებისგან აგროვებს და ერთი მანქანა ნაგვის კონტეინერების დასაცლელად. ერთი ტრაქტორი მწყობრიდანაა გამოსული.

იორდანიანის თქმით, ზაფხულში ნაგვის რაოდენობა მართლაც იმატებს, მაგრამ ისინი ფიზიკურად ვერ ასწრებენ.

-“ზაფხულში მაქსიმალური დატვირთვით ვმუშაობთ, ძალიან ძნელია, როცა ტექნიკა არ გვყოფნის. კვირაში შვიდი დღე ვმუშაობთ. ორი ერთეული დამატებითი ტექნიკა მაინც ჰაერივით გვჭირდება. ის, რაც არის, ძალიან ძველია”, - ამბობს პარგევ იორდანიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ერთ ადამიანზე ნაგვის მოსაკრებელი 40 თეთრია. “სანიტარული დასუფთავება” გადასახდელის გაზრდას აპირებს. ეს ღონისძიება ორგანიზაციას სამუშაო ძალის გაზრდაში დაეხმარება, თუმცა, ტექნიკის შესაძენად საკმარისი მაინც არ იქნება.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქი სუფთა ქალაქი ხდება
ქალაქი ნაგავსაყრელის გარეშე
ახალციხის სოფლებში ნაგვის ურნებს დადგამენ
ახალი ნაგვის ურნები მეზობლებს შორის უთანხმოების  მიზეზი გახდა
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ნაგვის ურნების დამატებას ითხოვენ
რატომ ვერ დგამენ ახალქალაქის სოფლებში ნაგვის ურნებს
ახალციხის სოფლებში ნაგვის კონტეინერებს დადგამენ