FM97.5 / LIVE

ახალი ნაგვის ურნები მეზობლებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.08.2018
ახალციხეში ნიკოლაძის და ქეთევან დედოფლის ქუჩებზე ახალი ურნები ხან ქუჩის თავში, ხან კი ბოლოში დგას. ადგილობრივებს ნარჩენების სუნი აწუხებთ და ამიტომ ფანჯრების წინ მათი გაჩერება არ უნდათ. ორივე ქუჩის მცხოვრებლები ურნების გარეცხვას ითხოვენ.

ახალი ნაგვის ურნები მეზობლებს შორის უთანხმოების  მიზეზი გახდა

ერთი კვირაა რაც ქეთევან დედოფლის ქუჩაზე „კეთილომოწყობის“ სამსახურმა ერთი ახალი ურნა დადგა. თუმცა, მოსახლეობას ის ყოველ დილით სხვადასხვა ადგილზე ხვდება.

„ნაგავი უნდა გადამეყარა და ზემოთ ატანილი დამხვდა, ადრე მანქანა მოდიოდა და ნაგავს იქ ვყრიდით. კარგია რომ ნაგვის ურნები დადგეს, მაგრამ უნდა ირეცხებოდეს“, – ამბობს ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრები ნინო გიორგაძე.

მის მეზობლად მცხოვრები მარი ტაბატაძის თქმით, ახალი ურნა მეზობლებს შორის დაპირსპირების მიზეზი გახდა: „ვჩხუბობთ ერთმანეთში, არავის არ უნდა რომ სახლის წინ ეს საშინელი სუნი აწუხებდეს. დეზინფექცია უნდა უტარდებოდეს ამ ურნებს, თორემ ასე მართლა გაუსაძლისია სახლთან მისი გაჩერება“.

ამავე ქუჩაზე მცხოვრები მარინა კაზარიანი ამბობს, რომ ურნასთან ვირთხები, ძაღლები და კატები ჩნდება: „ნაგავს სითხეც გასდის. სუნი ისე გვაწუხებს ფანჯრები ვეღარ გაგვიღია, არ გვინდა რომ ეს ურნა აქ იდგეს, თუ არ გარეცხავენ გაიტანონ უბნიდან“.

ნიკოლაძის ქუჩაზე „კეთილმოწყობის“ სამსახურის მიერ დადგმული ნაგვის ურნა ადგილობრივებმა მეორე დღეს გამსახურდიას ქუჩაზე გაიტანეს და იქ ორი ძველი ნაგვის ურნის გვერდით დადეს.

„ვიწრო ქუჩაა და ახალი ნაგვის ურნა ქუჩის დასაწყისში დადგეს. ნაგავი უნდა გადამეყარა და ურნა ადგილზე აღარ დამხვდა, სხვაგან გადაუტანიათ. რატომ უნდა ვატარო ქუჩიდან ქუჩაზე ნაგვი, როცა აქვე შემიძლია დავყარო?!“ – კითხულობს ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრები ნათია კუპატაძე.

სახლიდან მოშორებით ნარჩენების ტარებას აპროტესტებს ამავე ქუჩაზე მცხოვრები ვენერა ფილოიანი, თუმცა სახლის წინ ნაგვის ურნაც არ მოსწონს: „არ ვიცი ვინ წაიღო ეგ ურნა. ჩემი სახლის წინ იდგა და ნაგავი ქვედა ქუჩიდანაც აქ მოჰქონდათ, ამიტომ მალე შეივსებოდა და მერე ძირს დაყრიდნენ. კარგი იქნება ნაგვის ურნებს უფრო ახლო–ახლოს თუ დადგამენ და გარეცხავენ“.

შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის დირექტორი კობა კურტანიძე ამბობს, რომ ეს პრობლემა ადგილობრივებმა თავად უნდა მოაგვარონ: „ჩვენ მათი კომფორტისთვის ვიზრუნეთ და ქალაქში 200 ურნა დავამატეთ. თუ არ მოსწონთ, სადაც დგას შეთანხმდეს მოსახლეობა და სადაც მათ უნდათ იქ დადგან“.

მისივე თქმით, ნაგვის ურნები პერიოდულად ირეცხება კიდეც: „თვეში ერთხელ ნაგვის მანქანები და ურნები ირეცხება, ვქლორავთ კიდეც“.

ახალი ნაგვის ურნები მეზობლებს შორის უთანხმოების  მიზეზი გახდა

[ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სამსონიძის ქუჩაზე ნაგვის ურნები დადგეს
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ნაგვის ურნების დამატებას ითხოვენ
ახალციხეში ნაგვის ახალი ურნა დაიწვა
ასპინძაში ნაგვის ახალი ურნები დადგეს
ბორჯომის სკვერებში ახალი ნაგვის ურნები დადგეს
ბორჯომის ქუჩებში ახალი ნაგვის ურნები დადგეს
ახალციხის მერიამ 22 016 ლარის ნაგვის ურნები შეიძინა