FM97.5 / LIVE

ენმ ახალციხე ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ერთ წლისთავს ეხმაურება

მთავარიპოლიტიკა 21.05.2014
ყოფილი პრემიერ მინისტრის, ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებიდან, დღეს, 21 მაისს, ერთი წელი შესრულდა.

ენმ ახალციხე ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ერთ წლისთავს ეხმაურება

აღნიშნულს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაცია ეხმაურება.

„დღევანდელმა ხელისუფლებამ დააპატიმრა პიროვნება რომელმაც, საქართველოში მოსპო კრიმინალთა თარეში და "ქურდული სამყარო" გამოკეტა გისოსებს მიღმა.
დღევანდელ ხელისუფლებას პატიმრობაში ყავს პირი რომელმაც, დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას.
დღევანდელ ხელისუფლებას პატიმრობაში ყავს პირი რომელმაც, საქართველოს მოსახლეობას დაუბრუნა პოლიციისადმი ნდობა.
დღევანდელ ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს პატიმრობაში ყავს პირი რომელიც, მუხლჩაუდრეკელად შრომობდა საქართველოს გაძლიერებისთვის და გამთლიანებისთვის.
ჩვენ ამას გაგებით ვერ მოვეკიდებით“, – ნათქვამია ენმ ახალციხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერს ვანო მერაბიშვილს, ასევე, ყოფილ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს 2013 წლის 21 მაისს, სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარუდგინეს ბრალი. 2014 წლის 17 თებერვალს კი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ვანო მერაბიშვილს აეკრძალა თანამდებობის დაკავება 1 წლის და 6 თვის ვადით.

ენმ ახალციხე ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ერთ წლისთავს ეხმაურება

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რატომ მიაჩნია ვანო მერაბიშვილის განაჩენი დაუსაბუთებლად ვაჟა ჩიტაშვილს?
26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
მერაბიშვილი: ქუთაისის სასამართლომ დიდი თეთრი ალამი აღმართა სასამართლოს თავზე
ტარიელ ლონდარიძე: „ვერ ვხედავთ საჭიროებას ვანო მერაბიშვილი წინასწარ დაკავებაში იმყოფებოდეს“
დღეს მერაბიშვილის ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის განაჩენის ნაწილს პროკურატურა სააპელაციოში გაასაჩივრებს