FM97.5 / LIVE
რეორგანიზაციისა და ატესტაციის შედეგები გასაჯაროვდა. სამსახურის გარეშე 16 თანამშრომელი დარჩა.">

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიიდან 16 თანამშრომელი გაათავისუფლეს

მთავარიპოლიტიკა 03.02.2014
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეორგანიზაციისა და ატესტაციის შედეგები გასაჯაროვდა. სამსახურის გარეშე 16 თანამშრომელი დარჩა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიიდან 16 თანამშრომელი გაათავისუფლეს
ამ 16 თანამშრომლიდან, 8-მ ატესტაცია ვერ გაიარა, 8-ს კი სამსახური რეორგანიზაციის გამო დაატოვებინეს. შეგახსენებთ, რეორგანიზაციის შედეგად, სამხარეო ადმინისტრაციაში არსებული შვიდი სამსახურიდან ოთხი დარჩა.

რაც შეეხება ატესტაციას, კომისიის წინაშე გუბერნიის 46 თანამშრომლიდან მხოლოდ 26, მუდმივ შტატზე მომუშავე თანამშრომელი წარსდგა, ამ 26-დან კი სამსახური 8-მ დატოვა, მათ, ვინც ატესტაციაში ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელი ან არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღო.

საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ შედეგები დღეს, 3 თებერვალს გაასაჯაროვა. გათავისუფლებული თანამშრომლები დაკავებულ თანამდებობებს ოფიციალურად 17 თებერვალს დატოვებენ.

დღევანდელი მონაცემებით, გუბერნიაში მომუშავე 46 მოხელიდან, მუდმივ შტატზე მხოლოდ 18 თანამშრომელი მუშაობს, 8 პოსტი ვაკანტურია, დანარჩენ ადგილებზე მოვალეობის შემსრულებლები მუშაობენ.

მოვალეობის შემსრულებლებისა და ვაკანტური ადგილების შესავსებად გუბერნიას ახალი კონკურსი აქვს ჩასატარებელი, რომლისთვისაც 3-თვიანი ვადა აქვს. როდის ჩატარდება კონკურსი, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

სახელმწიფო რწმუნებულის აკაკი მაჭუტაძის განმარტებით, რომელიც კომისიის თავმჯდომარეცაა, კონკურსი ერთ თვეში, ან თვენახევარში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია 29 ნოემბერს დაიწყო. რეორგანიზაციის ნაწილი იყო ატესტაცია, რომელიც 28 იანვარს ჩატარდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თანამშრომლების ატესტაცია დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თანამშრომლების ატესტაცია დასრულდა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს
გუბერნიის თანამშრომლების ბედი 3 თებერვალს გადაწყდება
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში მოხელეთა ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება
ადიგენის გამგეობაში 28 თანამშრომლიდან დადებითი შეფასება მხოლოდ 4-მა მიიღო
გუბერნიაში ატესტაციის პროცესი საჩივრების გარეშე დასრულდა