FM97.5 / LIVE

გუბერნიის თანამშრომლების ბედი 3 თებერვალს გადაწყდება

მთავარიპოლიტიკა 30.01.2014
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ჩატარებული ატესტაციის შედეგები შესაძლოა ორშაბათს, 3 თებერვალს გასაჯაროვდეს.

გუბერნიის თანამშრომლების ბედი 3 თებერვალს გადაწყდება
საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ატესტაციის შედეგებს მოხელეები საპრეტენზიო კომისიაში არ გაასაჩივრებენ, კომისია ორშაბათს უკვე შეძლებს საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

30 იანვრის დღის 14:00 საათის მონაცემებით, საპრეტენზიო კომისიისთვის ჯერ არავის მიუმართავს. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება გუბერნიის თანამშრომლებს 31 იანვრის 19:00 საათამდე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეთა ატესტაცია 28 იანვარს ჩატარდა. 46 თანამშრომლიდან ატესტაცია შტატში მყოფ 26 თანამშრომელს შეეხო.

შეესაბამებით, ნაწილობრივ შეესაბამებით ან არ შეესაბამებით, - ასეთი ფორმულირებით გააცნო პასუხები ატესტაციის მეორე დღეს, 29 იანვარს, კომისიამ ატესტაციაგავლილ მოხელეებს. თუმცა, ვინ რა შეფასება მიიღო, ამ დრომდე არ ასაჯაროებენ.

გუბერნიაში ჩატარებული ატესტაცია იმ რეორგანიზაციის ნაწილია, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციაში 29 ნოემბერს დაიწყო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გუბერნიაში ატესტაციის პროცესი საჩივრების გარეშე დასრულდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში მოხელეთა ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თანამშრომლების ატესტაცია დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თანამშრომლების ატესტაცია დასრულდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიიდან 16 თანამშრომელი გაათავისუფლეს
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს
ადიგენის გამგეობაში 28 თანამშრომლიდან დადებითი შეფასება მხოლოდ 4-მა მიიღო