FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს

მთავარიპოლიტიკა 27.01.2014
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 28-29 იანვარს ატესტაცია ჩატარდება, რომელიც მხოლოდ შტატში მყოფ თანამშრომლებს შეეხებათ. ატესტაცია იმ რეორგანიზაციის ნაწილია, რომელიც გუბერნიაში 2 თვის წინ დაიწყო.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს
გუბერნიის 46 თანამშრომლიდან ატესტაციას მხოლოდ 26 თანამშრომელი გაივლის. იმ პოსტებზე კი, სადაც ამ ეტაპზე მოვალეობის შემსრულებლები მუშაობენ, სამომავლოდ კონკურსი გამოცხადდება.

ატესტაციას 2014 წლის 13 იანვარს შექმნილი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია ჩაატარებს.

კომისია ხუთი წევრისგან შედგება და მას სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ხელმძღვანელობს. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გუბერნატორის პირველი მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭიშვილია. სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დარჩენილი სამი წევრი მათ მიერაა მოწვეული. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ახალციხის სერვისცენტის უფროსი - ემზარ ევსტაფიშვილი. სსიპ სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი - ვლადიმერ ზედგინიძე და სსიპ ეროვნული სატყეო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ანალიტიკოსი - ელენე გოგოლაძე.

„გასაუბრება ჩატარდება 2012 წლის მთავრობის 2 ოქტომბრის, N412-ე დადგენილების მიხედვით. ეს დადგენილება განსაზღვრავს სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მოსამსახურე თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“, - ამბობს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინიტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი მიქელაძე.

ატესტაცია ხვალ, 28 იანვარს დილის 10:00 საათზე დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის თანამშრომლები, რომლებიც ატესტაციას ვერ გაივლიან, თანამდებობას ავტომატურად დატოვებენ.

„რეორგანიზაციის ჩასატარებლად განსაზღვრული იყო 60 დღე, რომელიც ხვალ იწურება. ხვალიდან რწმუნებულის ადმინისტრაცია გადავა ახალ საშტატო განრიგზე და აქედან გამომდინარე, ყოფილი თანამშრომლები გადაინიშნებიან ახალ თანამდებობაზე. ატესტაციის შედეგად გამოვლინდება რამდენად შეესაბამება თანამშრომელი დაკავებული თანამდებობას. თუ ატესტაციას ვერ გაივლის თანამშრომელი, ავტომატურად მოხდება მისი გათავისუფლება“, - გვიხსნის გიორგი მიქელაძე.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სტრუქტურული რეორგანიზაცია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 97-ე, 108-ე და 109-ე მუხლებისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N308 მთარობის დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, 2014 წლის 29 იანვრამდე უნდა განხორციელდეს.

რეორგანიზაციის შედეგად სამხარეო ადმინტრაციაში შვიდი სამსახურიდან მხოლოდ ოთხი დარჩა.

შვიდიდან ერთ-ერთი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უცვლელი დარჩა. სახელმწიფო ზედამხედველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის, სოფლის მეურნეობის განვითარების, საფინანსო-სამეურნეო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული სამსახურებიდან გაუქმდა ზედამხედველობის სამსახური, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სამეურნეო სამსახური.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გაუქმებული სამსახურები ფუნქციებით დარჩენილ სამსახურებს შეერწყა.

ამ ეტაპზე შექმნილია სახელმწიფო რწმუნებულისა და ადმინისტრაციის აპარატი, რომელშიც გაერთანდა ადმინისტრაციული და საფინანსო სამსახური. შექმნილია რეგიონალური პროექტების კოორდინაციის სამსახური, რომელშიც გაერთიანდა რეგიონალური განვითარების სამსახური და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური და აგრეთვე შექმნილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური, რომელშიც გაერთანდა ზედამხედველობის სამსახური და თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თანამშრომლების ატესტაცია დაიწყო
გუბერნიაში საკადრო ცვლილებები არ დასრულებულა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში მოხელეთა ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრება დაიწყო
როდის გაირკვევა რამდენი გაივლის გასაუბრებას 378 აპლიკანტიდან?
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიიდან 16 თანამშრომელი გაათავისუფლეს
რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში