FM97.5 / LIVE

ასპინძის მუნიციპალიტეტში მთავარ პრიორიტეტად ისევ გზა დარჩა

მთავარიეკონომიკა 20.01.2014
2013 წლის მსგავსად, 2014 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტში უპირატესობა ისევ გზას მიენიჭა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ასპინძას საწყის ეტაპზე ორი პროექტი დაუფინანსდა და ორივე მათგანი გზების რეაბილიტაციას ეხება.

ასპინძის მუნიციპალიტეტში მთავარ პრიორიტეტად ისევ გზა დარჩა
რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ ასპინძის მუნიციპალიტეტი პირველ ეტაპზე 1,385,,350 ლარით დააფინანსა, რომლის ფარგლებშიც სოფელ სარო-ხიზაბავრის მისასვლელი გზა მოასფალტდება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ დამალაში მისასვლელ გზასაც.

ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, პროექტები ასპინძაშიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეარჩია.

გზის რეაბილიტაცია იყო პრიორიტეტი ასპინძაში გასულ, 2013 წელსაც. აღნიშნული ფონდიდან გასულ წელს ასპინძის მუნიციპალიტეტში ოთხი პროექტი დაფინანსდა და ოთხივე პროექტი გზებს შეეხებოდა. 2013 წელს ასპინძაში მხოლოდ ორი პროექტი დაასრულეს, ორი კი გარდამავალ პროექტებში გადავიდა.

შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის პირველ ეტაპზე 135 მილიონი ლარი გამოყო, აქედან სამცხე-ჯავახეთში 11,570,015 ლარის ღირებულების 25 პროექტი დამტკიცდა. მათ შორის 18 პროექტი გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას, 2 პროექტი წყლის სისტემის მოწესრიგებას, 5 პროექტი კი ეზოებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწერიგებას გულისხმობს. მუნიციპალიტეტები საპროექტო სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებენ
ადიგენს პირველ ეტაპზე 2 პროექტი დაუფინანსდა
2,557,300 ლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის
ასპინძაში 2013 წელს დაგეგმილი 4 პროექტიდან, მხოლოდ 2 დაასრულეს
ახალციხეში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადრეულად დაიწყებენ
ახალციხეში დაგეგმილი 19 პროექტიდან, 3 გარდამავალ პროექტებში გადავიდა
რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში