FM97.5 / LIVE

როგორ არჩევენ კადრებს ახალციხის თვითმმართველობაში

მთავარიპოლიტიკა 31.12.2013
ახალციხის ადგილობრივ თვიმმართველობაში 547 განცხადებიდან 309 არ განიხილეს; დარჩენილი კონკურსანტებიდან კი უარს 136-ს ეტყვიან, რადგან თვითმმართველობაში 71 ვაკანსიაა.

როგორ არჩევენ კადრებს ახალციხის თვითმმართველობაში
ახალციხის ადგილობრივ თვიმმართველობაში შექმნილი საკონკურსო კომისია გამარჯვებულების გამოვლენას ხვალიდან, 31 დეკემბრიდან დაიწყებს. პირველ რიგში ეკონომიკისა და საფინანსო სამსახურის უფროსებს შეარჩევენ.

„საფინანსო სამსახურში შევარჩევთ რამდენიმე სპეციალისტსაც, რადგან ეს ისეთი სამსახურია, რომლის გაჩერებაც არ შეიძლება“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი, რომელიც ამავდროულად საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეცაა.

547 განცხადებებიდან განსახილველად 238 დარჩა. 309-ს უარი იმ მიზეზით ეთქვა, რომ განმცხადებელთა ნაწილს დოკუმენტები აკლდა, ნაწილს კი ორი ან რამდენიმე ვაკანსია ჰქონდა მითითებული.

238 კაციდან გასაუბრებაზე, რომელიც შაბათ-კვირას, 29-30 დეკემბერს, დილის 10:00-დან საღამოს 10:00 საათამდე მიმდინარეობდა 207 კონკურსანტი გამოცხადდა. კონკურსანტებს ნაცვლად 9-კაციანი კომისიისა, 7 კაცი არჩევდა. გასაუბრებას კომისიის წევრები: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ლომსაძე და სასტუმრო „ლომსიას“ გერნერალური დირექტორი ჟანპიერ მარსელ რიშტონი არ ესწრებოდნენ
.
ყველაზე მეტი განცხადება კანცელარიის სპეციალისტებზე შევიდა. მოთხოვნა იყო კულტურის სამსახურში ტურიზმის მიმართულებითაც, მოთხოვნადი იყო გამგებლის მრჩევლის და გამგებლის პირადი მდივნის ვაკანსიებიც.

„იყო ვაკანსიები, სადაც მხოლოდ ერთი განაცხადი შემოვიდა, თუმცა რადგან მათ კონკურენტი არ ჰყავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ავირჩევთ“, - აცხადებს სანდროშვილი და ამატებს, რომ ასეთი სამი პოსტია.

მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობა ყველა თანამშრომელმა მიიღო: „ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაც მოვიდა, ისეთები, სანთლით რომ ვეძებდთ, მაგრამ სამწუხაროდ, მათ განაცხადები იმ თანამდებობეზე არ ჰქონდათ შემოტანილი, სადაც რეალურად მათი საჭიროება დგას“.
მისივე თქმით, კონკურსში მონაწილეობდნენ ისეთი ახალგაზრდები, რომელთა ცოდნა და განათლების დონე არ შეესაბამებოდა მათივე წარმოდგენილ დიპლომებს.

საკონკურსო კომისიის 7-მა წევრმა 50-ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით კონკურსანტები უკვე შეაფასა, ახლა მათ შესაჯერებლად და გამარჯვებულის გამოსავლენად უნდა იმსჯელონ. ამისთვის კომისია ხვალ, 31 დეკემბერს დილიდან შეიკრიბება და გამარჯვებულების გამოვლენას დაიწყებს. თუმცა, მანამდე მათ საპრეტენზიო კომისიაში შეტანილი საჩივრების განხილვა მოუწევთ.

„შესაძლოა შევცდით და ვინმეს დისკვალიფიკაცია არასწორად მივეცით, საპრეტენზიო კიმისიის გადაწყვეტილებას საჩივრის შესახებ განვიხილავთ და ამა თუ იმ პირზე ამის მიხედვით ვიმსჯელებთ“, - ამბობს სანდროშვილი და ამატებს, რომ საპრეტენზიო კიმისიისთვის მიმართვა კონკურსანტებს მას შემდეგაც შეეძლებათ, რაც გამარჯვებულებს გამოაცხადებენ.

თუ კონკურსანტები რომელიმე კანდიდატზე ვერ შეჯერდებიან და პოსტი ვაკანტური დარჩება, კონკურსს ასეთ თანამდებობაზე ხელახლა გამოაცხადებენ. სულ კი კომისია მუშაობას იანვრის მეორე კვირაში დაასრულებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თვითმმართველობის წევრთა შესარჩევი კომისია ცნობილია
ახალციხის თვითმმართველობის საპრეტენზიო კომისია საჩივრებს სწავლობს
ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიამ განცხადებების შესწავლა დაიწყო
ახალციხის თვითმმართველობის საპრეტენზიო კომისია: 'ბევრი დარჩება უკმაყოფილო'
რა კრიტერიუმებით შეარჩიეს კადრები ახალციხის თვითმმართველობაში
ნდობის ფასი
ადიგენის თვითმმართველობის საპრეტენზიო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო