FM97.5 / LIVE

ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიამ განცხადებების შესწავლა დაიწყო

მთავარიპოლიტიკა 25.12.2013
ახალციხის თვითმმართველობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურში გამოცხადებულ 71 ვაკანსიაზე 547 განაცხადი შევიდა. საკონკურსო კომისიამ განცხადებების გადარჩევა დაიწყო.

ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიამ განცხადებების შესწავლა დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში შექმნილი საკონკურსო კომისიის წევრები კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებებს არჩევენ. ამ წუთებში კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც 9 წევრიდან 7 ესწრება. ახალციხის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი, რომელიც ამავე დროს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეცაა, ამბობს, რომ განცხადება, რომელიც თვითმმართველობის მიერ მოთხოვნილ საკვალიფიკაციო პირობებს არ აკმაყოფილებს, კონკურსიდან ავტომატურად მოიხსნება.

„აქამდე მიმდინარეობდა ვაკანსიების მიხედვით განცხადებების დახარისხება, რათა კომისიის წევრებისთვის სამუშაო მასალა მოგვემზადებინა. დღეს ფაქტობრივად ამ განცხადებების გაცხრილვა მოხდება, რადგან ზოგიერთი მათგანი კონკურსის პირობებს არ აკმაყოფილებს. ჩვენ თავიდანვე მითითებული გვქონდა, რომ ნებისმიერ პიროვნებას მხოლოდ ერთ ვაკანსიაზე უნდა შეეტანა განაცხადი, აქედან გამომდინარე, ვისაც ერთზე მეტ ვაკანსიაზე ჰქონდა განცხადება შემოტანილი, კონკურსიდან მოიხსნება. გარდა ამისა, არ განვიხილავთ იმ განცხადებას, რომელიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს“, - განმარტავს ოლეგ სანდროშვილი.

მისივე თქმით, კონკურსის მონაწილეებთან გასაუბრებები მაშინ დაიწყება, როცა აღნიშნული განცხადებები გადაირჩევა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში სამსახურის ხელმძღვანელების ვაკანსიაზე შემოტანილი განცხადებები განვიხილოთ და ეტაპობრივად გადავიდეთ სხვა სპეციალისტებზე. გვინდა, რომ 31 დეკემბრამდე სამსახურის უფროსები და რწმუნებულები მაინც შევარჩიოთ, რომ პირველი იანვრიდან ერთი თანამშრომელი მაინც იყოს სამსახურში. არ არის გამორიცხული, რომ გასაუბრებები მომავალი წლისთვისაც გადავიდეს“, - ამბობს ოლეგ სანდროშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსისთვის განცხადებების მიღება 20 დეკემბერს დასრულდა.

ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიამ განცხადებების შესწავლა დაიწყო

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი არ გადაიდება
რა კრიტერიუმებით შეარჩიეს კადრები ახალციხის თვითმმართველობაში
როგორ არჩევენ კადრებს ახალციხის თვითმმართველობაში
ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიას წყრუთის რწმუნებულობის პრეტენდენტი უჩივის
ახალციხის თვითმმართველობაში კადრების შესარჩევად ერთი თვე ფიქრობდნენ
ვინ და რატომ უჩივლა ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიას?
ახალციხის თვითმმართველობის წევრთა შესარჩევი კომისია ცნობილია