FM97.5 / LIVE

რა კრიტერიუმებით შეარჩიეს კადრები ახალციხის თვითმმართველობაში

მთავარიპოლიტიკა 16.01.2014
ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო მოხელეთა ნაწილი უკვე შეარჩიეს, თუმცა, ოფიციალური გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე მათი ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.

რა კრიტერიუმებით შეარჩიეს კადრები ახალციხის თვითმმართველობაში
„ეს მარტო ჩემი პრეროგატივა არ არის. პირველ ეტაპზე კი გავიარეთ და ჩამოვყლიბდით, მაგრამ სანამ საბოლოოდ არ დავდებთ ოქმს, მათი ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავებ. შერჩეულია სამსახურის ხელმძღვანელების, სპეციალიტებისა და რწმუნებულების ნაწილი“, - ამბობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

საკონკურსო კომისიამ გასაუბრება 29-30 დეკემბერს ჩაატარა. გასაუბრებაზე 238 კონკურსანტიდან-207 გამოცხადდა. კომისიის წევრებმა კონკურსანტები ხუთი კრიტერიუმით შეაფასეს: განათლება შესაბამის სპეციალობასთან, პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში, ცოდნა, კომუნიკაბელურობა და მოტივაცია.

საკონკურსო კომისიაში ამბობენ, რომ გასაუბრებაზე ბევრი სუსტი კადრი იყო. ნაწილს კომუნიკაცია უჭირდა, ნაწილს განათლება სხვა ჰქონდა, განაცხადი კი არაშესაბამის პოზიციაზე ჰქონდა შეტანილი. სანდროშვილის თქმით, ასეთ კადრებს შესაძლოა დაუკავშირდნენ: „შეიძლება მოვიწვიოთ, ან დავასაქმოთ კონკრეტული იმ კუთხით, რაშიც აქვს განათლება. განსაკუთრებით ეს შეეხება სამშენებულო დარგის სპეციალისტებს, რომლის ნაკლებობასაც განვიცდით“.

მისივე თქმით, შესაძლოა რომელიმე პოსტზე კონკურსი თავიდან გამოცხადდეს: „შეიძლება რამდენიმე განცხადებაც იყოს შემოტანილი, მაგრამ მაინც პოსტი დარჩეს ღია. კომისიას სრული უფლება აქვს და არავინ არ გვავალდებულებს, რომ აირჩეს იქიდან, ანუ არაშესაფერისი კადრიდან. თუ არ არის მისაღები, დარჩება ვაკანსია თავისუფალი და გამოცხადდება დამატებით“.

შეგახსენებთ, ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსისზე განცხადებების მიღება 20 დეკემბერს დასრულდა. 71 ვაკანსიაზე 547 განაცხადი შევიდა. საკონკურსო კომისიამ ორი ეტაპი, განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება დაასრულა. თუმცა, შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, საბოლოო შედეგი ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიამ განცხადებების შესწავლა დაიწყო
ვინ და რატომ უჩივლა ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიას?
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ადიგენში კონკურსის შედეგები მომავალ კვირაში გახდება ცნობილი
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მთავრდება
ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიას 9 კონკურსანტი უჩივის
ახალციხის თვითმმართველობაში კადრების შესარჩევად ერთი თვე ფიქრობდნენ