FM97.5 / LIVE

ადიგენში სამი ინფრასტრუქტურული პროექტიდან მხოლოდ ერთი დაასრულეს

მთავარიეკონომიკა 25.12.2013
რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადიგენის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული სამი პროექტიდან მხოლოდ ერთი დასრულდა.

ადიგენში სამი ინფრასტრუქტურული პროექტიდან მხოლოდ ერთი დაასრულეს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, 2013 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტიდან რვა პროექტი წარადგინეს. უმეტესობა გზების რეაბილიტაციასა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება ეხებოდა. მხოლოდ ერთი პროექტი ითვალისწინებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს.
წარდგენილი რვა პროექტიდან ფონდმა ადიგენს სამი დაუფინანსა:

•ადიგენი-წრე-პატარა ზანავი-დიდი ზანავი-გომაროს ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია - 902,120 ლარი.
•ვარხანი-ხევაშენი-ნაქურდევის ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია - 559,500 ლარი.
•სოფელ ბოლაჯურში სასმელი წყლის რეაბილიტაცია - 213,335 ლარი.


52, 300 ლარი კი საპროექტო სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული პროექტებიდან წელს მხოლოდ ერთი პროექტი დასრულდა.

„მხოლოდ ვარხანი-ხევაშენი-ნაქურდევის გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ბოლაჯურის წყალსადენზე სამუშაოები მთაში იყო შესასრულებელი, მოთოვა და ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება. ზუსტად ვერ გეტყვით რა არის დარჩენილი, მაგრამ ეს პროექტი გარდამავალ პროექტებში გადავიდა და მომავალ წელს დასრულდება“, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

მისივე თქმით, გარდამავალ პროექტებში გადავიდა ადიგენი-წრე-პატარა ზანავი-დიდი ზანავი-გომაროს ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციაც.

„აქაც უამინდობის გამო ვერ დასრულდა სამუშაოები. თოვლი მოვიდა და ასფალტი ვერ დაიგო, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია, მხოლოდ ასფალტის საფარის დაგებაა დარჩენილი“, - გვიხსნის გოდერძი სხირტლაძე.

[SKnews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ინფრასტრუქტურული პროექტები ჯერ არ დაწყებულა
ასპინძაში 2013 წელს დაგეგმილი 4 პროექტიდან, მხოლოდ 2 დაასრულეს
ახალციხეში დაგეგმილი 19 პროექტიდან, 3 გარდამავალ პროექტებში გადავიდა
ახალქალაქში 2013 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი დასრულდა
2.142.814 ლარი 4 პროექტისთვის – რა იგეგმება ადიგენში
სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი ვერ დასრულდა
ადიგენს პირველ ეტაპზე 2 პროექტი დაუფინანსდა