FM97.5 / LIVE

მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.05.2020
სოფლებში ახალციხის მერის წარმომადგენლები, პირის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზებში მოცემული ტერიტორიის იდენტურობის დამადასტურებელ ცნობას ვეღარ გასცემენ. ამისი უფლება მათ შეეზღუდათ.

მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

მერის წარმომადგენლების უფლებები კანონის შესაბამისად შეეზღუდათ. ამიერიდან, ისინი მიწის წარმომავლობის დადგენასთან დაკავშირებულ ცნობას აღარ გასცემენ. ეს საკითხი, 27 მაისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. მას მხარი 25 დეპუტატიდან 24-მა დაუჭირა.

„კანონთან შესაბამისობაში მოვიყვანეთ ეს საკითხიც, მერის წამომადგენლები აქამდე გასცემდნენ მიწის საკუთრებსა და წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობას, ადასტურებდნენ, რომ პირი ნამდვილად ფლობდა მიწის ნაკვეთს. რადგან ისინი საჯარო მოხელეებად აღარ ითვლებიან, ეს საკითხი გადაეცა მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს. ისინი გაუწევენ კოორდინირებას, თუმცა რა თქმა უნდა, წარმომადგენლების ჩართულობაც იქნება“, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

მიუხედავად ამისა, წარმომადგენლები ჩართულები რჩებიან მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ პროცედურაში: „წარმომადგენლები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული, შესაბამისად, ცნობაში, რომელსაც მუნციპალიტეტი გასცემს, არის მოწმეების ადგილი, იქ დაადასტურებს სოფლის წარმომადგენელი თავისი ხელმოწერით, რომ ნამდვილად არის ეს მიწის ნაკვეთი კერძო პიროვნების საკუთრებაში, ფლობდა და ფლობს“, - აცხადებს ნოზაძე.

ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში შევიდა. რომლის მიხედვითაც, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტში „ი“ ქვეპუნქტი ამოიღეს. იგი ითვალისწინებდა: „ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მიწის იდენტობის შესახებ ცნობას რწმუნებულები გამგეობის გარეშე გასცემენ
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება დაჯარიმდება
სახელმწიფო აბასთუმანში აუქციონზე სამ მიწის ნაკვეთს ყიდის
საჯარო რეესტრი მოქალაქეებს აფრთხილებს
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებები მოქმედებს
76 განაცხადი და დაკმაყოფილებული 17 – მიწის აღიარების კომისიის ანგარიში
ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის