FM97.5 / LIVE

'აგროგრაფი' -კონკურსი პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის ®

მთავარირეკლამა 29.10.2020
კონკურსი “აგროგრაფი” წარმოაგენს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთ საინტერესო კონპონენტს, რომელიც მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის პროფესიების პოპულარიზაციას.

'აგროგრაფი' -კონკურსი პროფესიული განათლების  სტუდენტებისთვის ®

27 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი პროფესია გააცნონ ფართო აუდიტორიას ფოტო, ვიდეო და სტატიის სახით.

კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი მასალები შეფასდება ორ ეტაპად: ჟიურისა და სოციალურ ქსელში დაგროვილი შეფასებების, მოწონების, გაზიარების საფუძველზე.

დარგის პოპულარიზაციის მიზნით, აღნიშნული მასალები განთავსდება სოციალურ ქსელში და გამოყენებული იქნება სხვადასხვა ღონისძებებზე, სადაც დუალური პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ხდება. “კონკურსი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დაინტერესებას და წახალისებას სწავლის, მუშაობის პროცესში გადაიღონ უნიკალური ფოტო-ვიდეო კადრები. ასევე, დაწერონ საკუთარი გამოცდილების შესახებ საინტერესო სტატია, სადაც აღწერენ როგორია მათი პროფესიული ერთი დღე სოფლის მეურნეობაში. პროექტის ფარგლებში კონკურსი უკვე მეორედ იმართება. გასულ წელს ეს კონკურსი სტუდენტებში პოპულარობით სარგებლობდა და წელსაც ველოდებით დიდ გამოხმაურებას. კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი მასალები შეფასდება ორ ეტაპად, ჟიურისა და სოციალურ ქსელში დაგროვილი შეფასებების, მოწონების, გაზიარების საფუძველზე. საუკეთესო ნამუშევრები პერიოდულად განთავსდება სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში,“ -აღნიშნა განათლების ექსპერტმა, ნიკოლოზ მესხიშვილმა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მასალები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე wblgeorgia@gmail.com.

პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), მხარდაჭერით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციას აგრო დუო ჩართულობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აგრო დუოს სამუშაო შეხვედრა და შედეგების შეჯამება [ვიდეო] ®
'საქართველოს რკინიგზა' წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად დასახელდა[R]
რეგიონის ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის კონკურსი ცხადდება
კონკურსი   „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“ იწყება
სემინარი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის
პროგრამაზე 'ასწავლე საქართველოსთვის' შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი