FM97.5 / LIVE

‘ფეხბურთელების 90% დავითხოვეთ’ - რა ბედი ეწევა კლუბ ‘ბორჯომს’

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.01.2020
სამცხე-ჯავახეთში ყველაზე წარმატებული კლუბი ფეხბურთელების 90%-მა დატოვა. ახალი შემადგენლობა ჯერ შერჩეული არაა. შეიცვალა გუნდის მთავარი მწვრთნელიც.

‘ფეხბურთელების 90% დავითხოვეთ’ - რა ბედი ეწევა კლუბ ‘ბორჯომს’

კლუბის დირექტორი და ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კობა თედიაშვილი გუნდის დაშლას გამორიცხავს.

„საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე გუნდი სრული შემადგენლობით იქნება მზად. 10 თებერვლის შემდეგ დავიწყებთ ახალ ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმებას“ - ამბობს კობა თედიაშვილი.

მისივე თქმით, ფეხბურთელების გუნდიდან გაშვების ერთ–ერთი მიზეზი, წინა სეზონზე წარუმატებელი თამაში გახდა.

მომავალი სეზონიდან შეიცვლება კლუბის მთავარი მწვრთნელიც. გუნდს სკ „ცხინვალის“ ყოფილი მწვრთნელი, მალხაზ ლაცაბიძე უხელმძღვანელებს.

კობა თედიაშვილი ასევე განმარტავს, რომ გუნდის დაფინანსების და მომავალ სეზონზე თამაშის ბედს დიდწილად ფედერაციის სხდომა გადაწყვეტს, რომელიც მომდევნო კვირაშია ჩანიშნული. „სამ თებერვალს ჩანიშნულია აღმასკომის სხდომა, ამის შემდეგ შემეძლება სხვა დეტალებზეც საუბარი. არის იმის შანსიც, რომ გუნდმა კვლავ მესამე ლიგაში იასპარეზოს. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით“.

„ბორჯომმა“ გასულ სეზონზე, მესამე ლიგაში ათი გუნდიდან მეცხე ადგილი დაიკავა. წესების მიხედვით, მეცხე და მეათე ადგილოსნები რანგით დაბალ, მეოთხე ლიგაში გადადიან.

გუნდი მომავალ სეზონზე მეოთხე ლიგაზე იასპარეზებს. ახალი საფეხბურთო სეზონი, მესამე და მეოთხე ლიგებისთვის გაზაფხულზე დაიწყება.

[რობი ზარიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საფეხბურთო კლუბი ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით დაიწყებს
მომვალ სეზონზე ‘ბორჯომი’ მესამე ლიგაში ვეღარ ითამაშებს
აქვს თუ არა ‘ბორჯომს’ ზედა ლიგაში ასვლის შანსი
გადამწყვეტი მატჩი - დარჩება თუ არა ‘ბორჯომი’ მესამე ლიგაში
სამი მარცხი ზედიზედ - დარჩება თუ არა ბორჯომი მესამე ლიგაში
ახალციხის ‘სამცხემ’ რეგიონ ლიგაში მესამე თამაში მოიგო
‘კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს’ – ‘ბორჯომს’ მესამე ლიგიდან გავარდნა ემუქრება