FM97.5 / LIVE

Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში დადასტურდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 09.10.2020
სამცხე–ჯავახეთში დღეს გამოვლენილი ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ინფიცირებული სოფელ ეშტიაში ცხოვრობს.

Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში დადასტურდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია იგი ძველ ინფიცირებულთან კონტაქტს წარმოადგენს.

„დღეს ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში, რომელიც ახალქალაქში მცხოვრებ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია და იგი სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

მისივე განმარტებით გუშინ, რეგიონის მასშტაბით ტესტი 369 ადამიანს გაუკეთდა, საიდანაც covid-19-ზე დადებითი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.

„369 პირი იყო შემოწმებული ყველას პასუხი მოვიდა მხოლოდ ერთია დადბითი დანარჩენი უარყოფითი, რაც შეეხება დღეს ამ დროისთვის არცერთი ტესტი არ არის გაგზავნილი ჩვენგან. ახალ კონტაქტებს ჯერ იკვლევენ და შემდეგ გადააგზავნიან“,– ამბობს მიქელაძე.

ცხრა ოქტომბრის მდგომარეობით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 51 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით, ასე ნაწილდება:

ადიგენის მუნიციპალიტეტი – 28 შემთხვევა

დაბა ადიგენში – 2; ჭეჭლაში – 12, უდეში – 2, დიდ ზანავში – 5, ღორთუბანში – 2, ჭელაში – 1, კეხოვანში – 1, გომაროში – 1, არალში – 2;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – 13 შემთხვევა

ქალაქ ნინოწმინდაში – 8, დიდ არაქალში – 4; ეშტია –1 ;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – 7 შემთხვევა

ქალაქ ახალქალაქში – 3, ხულგუმოში – 4;

ასპინძის მუნიციპალიტეტი – 2 შემთხვევა

სოფელი რუსთავში – 2;

ახალციხის მუნიციპალიტეტი – 1 შემთხვევა:

ქალაქი ახალციხეში - 1;

რაც შეეხება, თვითიზოლაციას, რეგიონის მასშტაბით 169 მოქალაქეა:

ნინოწმინდა – 77;
ახალქალაქი – 87;
ადიგენი – 18;
ასპინძა – 7;
ბორჯომი – 1;
ახალციხე – 6;

კარანტინში ამ დროისთვის 195 მოქალაქეა. აქედან ოთხი ახალციხეში სასტუმრო „გრანდ პალასში“ იმყოფება, ხოლო დანარჩენი 191 ბაკურიანის სატუმროებშია გადანაწილებული.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსისგან კიდევ 2 პირი გამოჯანმრთელდა
დაბა ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა  დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევები ახალქალაქსა და ადიგენში დაფიქსირდა – 5 ოქტომბერი
COVID-19: სამცხე–ჯავახეთში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზრდა
COVID-19-ის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში – 13 ოქტომბერი
COVID-19–ის ახალი შემთხვევები ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დაფიქსირდა
COVID-19 სამცხე–ჯავახეთში – 8 ოქტომბრის მონაცემები [რუკა]