FM97.5 / LIVE

COVID-19 სამცხე–ჯავახეთში – 8 ოქტომბრის მონაცემები [რუკა]

მთავარისიახლე, კორონავირუსი 08.10.2020
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 50–მდე გაიზარდა. რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან COVID-19 ხუთში ფიქსირდება, აქედან ყველაზე მეტი ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, ნაკლები კი ასპინძასა და ახალციხეში.

COVID-19 სამცხე–ჯავახეთში – 8 ოქტომბრის მონაცემები [რუკა]

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის პირველი შემთხვევა ადიგენში დაფიქსირდა, აქ ინფიცირებული 28 ადგილობრივია. ნინოწმინდაში 12 ინფიცირებულია, ახალქალაქში 7, ასპინძაში 2, ახალციხეში კი – 1.

50 პაციენტიდან ერთი, სოფელ ჭეჭლაში მცხოვრები ინფიცირებული, უკვე გამოჯანმრთელდა, დანარჩენები კი მკურნალობას აგრძელებენ.
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით, ასე ნაწილდება:

ადიგენის მუნიციპალიტეტი – 28 შემთხვევა

დაბა ადიგენში – 2; ჭეჭლაში – 12, უდეში – 2, დიდ ზანავში – 5, ღორთუბანში – 2, ჭელაში – 1, კეხოვანში – 1, გომაროში – 1, არალში – 2;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – 12 შემთხვევა

ქალაქ ნინოწმინდაში – 8, დიდ არაქალში – 4;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – 7 შემთხვევა

ქალაქ ახალქალაქში – 3, ხულგუმოში – 4;

ასპინძის მუნიციპალიტეტი – 2 შემთხვევა

სოფელი რუსთავში – 2;

ახალციხის მუნიციპალიტეტი – 1 შემთხვევა:

ქალაქი ახალციხეში - 1;



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსისგან კიდევ 2 პირი გამოჯანმრთელდა
COVID-19-ის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში – 13 ოქტომბერი
Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში დადასტურდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან კიდევ 11 პირი გამოჯანმრთელდა
COVID-19: სამცხე–ჯავახეთში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზრდა
1- ადიგენი, 1- ახალციხე - COVID 19–ის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში