FM97.5 / LIVE

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ახალქალაქსა და ადიგენში დაფიქსირდა – 5 ოქტომბერი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 05.10.2020
დღეს, ხუთ ოქტომბერს კორონავირუსის ორი შემთხვევა ახალქალაქში, ერთი კი ადიგენის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, რეგიონში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 40–მდე გაიზარდა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ახალქალაქსა და ადიგენში დაფიქსირდა – 5 ოქტომბერი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, კორონავირუსის ორი შემთხვევაა ახალქალაქში, აქედან ერთი ქალაქშია, მეორე კი სოფელ ხულგუმოში. რაც შეეხება ადიგენს, ერთი ახალი შემთხვევა სოფელ ჭეჭლაში ფიქსირდება.

„გუშინ გვიან ღამით დაფიქსირდა სამი ახალი შემთხვევა, ორი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ერთი ადიგენში, სამივე შემთხვევა ინფიცირებულებთან კონტაქტია. რაც შეეხება ადიგენის შემთხვევას, სოფელ ჭეჭლაში თვითიზლოაციაში ყოფნის ბოლო დღეს ერთ პირს დაუდასტურდა ინფექცია“,– განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

მისივე თქმით, რეგიონში აღებული დანარჩენი ტექსტების პასუხები უარყოფითია, ხოლო ახალ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება მიმდინარეობს.

„დღის განამვლობაში, რამდენი ანალიზი იქნება აღებული და ის გაიგზავნება ლაბორატორიაში გამოსაკვლევად“,– განმარტა მიქელაძემ.

სამცხე–ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 40–მდე გაიზარდა

ადიგენის მუნიციპალიტეტი – 27 შემთხვევა, მათ შორის:

დაბა ადიგენი – 1; ჭეჭლაში – 12, უდეში – 2, დიდ ზანავში – 5, ღორთუბანში – 2, ჭელაში – 1, კეხოვანში – 1, გომაროში – 1, არალში – 2.

ასპინძის მუნიციპალიტეტი – 2 შემთხვევა, მათ შორის:

სოფელი რუსთავი – 2;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – 8 შემთხვევა, მათ შორის;

ქალაქი ნინოწმინდა – 4, დიდი არაქალი – 4;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – 3 შემხვევა, მათ შორის:

ქალაქი ახალქალაქი – 2, ხულგუმო –1.

რაც შეეხება, თვითიზოლაციას, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით 285 მოქალაქეა:

ნინოწმინდა – 98;
ადიგენი – 90;
ასპინძა – 44;
ბორჯომი –7;
ახალციხე –6;

კარანტინში ამ დროისთვის 195 მოქალაქეა. აქედან შვიდი ახალციხეში სასტუმრო „გრანდ პალასში“ იმყოფება, ხოლო დანარჩენი 188 ბაკურიანის ხუთ სატუმროშია გადანაწილებული.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაბა ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა  დაფიქსირდა
Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში დადასტურდა
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსისგან კიდევ 2 პირი გამოჯანმრთელდა
COVID-19–ის ახალი შემთხვევები ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დაფიქსირდა
კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში გამოვლინდა
COVID-19-ის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში – 13 ოქტომბერი
1- ადიგენი, 1- ახალციხე - COVID 19–ის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში