FM97.5 / LIVE

COVID-19–ის ახალი შემთხვევები ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დაფიქსირდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 08.10.2020
დღეს, რვა ოქტომბერს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ერთი ახალციხეში, სამი ახალქალაქში, ოთხი კი ნინოწმინდაში გამოვლინდა.

COVID-19–ის ახალი შემთხვევები ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დაფიქსირდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ერთის წყარო უცნობია, ხოლო დანარჩენი შვიდი შემთხვევა ძველ ინფიცირებულებთან არის კონტაქტში.

„რვა ახალი შემთხვევიდან ერთი ქალაქ ახალციხეშია, სამი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ხოლო ოთხი ნინოწმინდაში. ახალქალაქი და ნინოწმინდა არის ძველ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები, რაც შეეხება ახალციხეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების და წყაროს მოკვლევა და ალბათ დღის ბოლოს გამოვლინდება გარკვეული დეტალები“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

მისივე განმარტებით, რვა ახალი შემთხვევის გარდა, კიდევ ერთი ფიქსირდება. ახლქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებს კორონავირუსი თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში დაუდასტურდა.

„სულ გვაქვს 49 შემთხვევა რეგიონში, თუ დავამატებთ თბილისში დადასტურებულ შემთხვევას, მაშინ გამოვა 50. ამ ეტაპზე ვარკვევთ ბოლოს როდის ჰქონდა ინფიცირებულს ახლქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებთან კავშირი“, – განმარტა მიქელაძემ.

ბოლო 24 საათში, რეგიონიდან 171 ნიმუში შემოწმდა ლაბორატორიაში, აქედან რვა დადებითი, ხოლო დანარჩენი უარყოფითია. სამცხე–ჯავახეთში კიდევ 288 ტესტის პასუხს ელოდებიან.

რაც შეეხება, თვითიზოლაციას, რეგიონის მასშტაბით 274 მოქალაქეა:

ნინოწმინდა – 75;
ახალქალაი – 71;
ადიგენი – 69;
ასპინძა – 43;
ბორჯომი – 9;
ახალციხე – 7;

კარანტინში ამ დროისთვის 77 მოქალაქეა. აქედან ოთხი ახალციხეში სასტუმრო „გრანდ პალასში“ იმყოფება, ხოლო დანარჩენი 73 ბაკურიანის სატუმროშია გადანაწილებული.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ახალქალაქსა და ადიგენში დაფიქსირდა – 5 ოქტომბერი
Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში დადასტურდა
დაბა ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა  დაფიქსირდა
ახალქალაქში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირების წყარო უცნობია
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 9 ახალციხეშია
როგორ ნაწილდება სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი 27 ახალი შემთხვევა
სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი 11 ახალი შემთხვევიდან 8 ახალციხეშია