FM97.5 / LIVE

სამკაულებში ჯანმრთელობისთვის საშიში ტყვია და კადმიუმი აღმოჩნდა – momxmarebeli.ge

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.10.2020
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ 24 დასახელების სამკაული შეამოწმა, კვლევის შედეგად, 7 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ასეულჯერ ან ათასეულჯერაც კი აჭარბებს დაშვებულ ნორმებს.

სამკაულებში ჯანმრთელობისთვის საშიში ტყვია და კადმიუმი აღმოჩნდა – momxmarebeli.ge

momxmarebeli.ge–მ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 24 დასახელების სამკაული თბილისში შეიძინა და აშშ-ის ლაბორატორიაში MSR Laboratories კადმიუმისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებულად გადააგზავნა.

ორგანიზაციის განცხადებით, შემთხვევითი შერჩევით შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.

"საქართველოში ბიჟუტერიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოთხოვნები არ არსებობს. ამიტომაც ნიმუშები ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით შემოწმდა. კვლევის შედეგად, 7 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ასეულჯერ ან ათასეულჯერაც კი აჭარბებს დაშვებულ ნორმებს!

ჩვენ სისტემატურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი მრავალი წელია არ მოქმედებს. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია. მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ქმედითი ნაბიჯები.", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ბიჟუტერიის კვლევისას თითოეული ნიმუში შემადგენელ დეტალებად იშლება და ცალ-ცალკე მოწმდება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, ნიმუშები სრულად ვერ შემოწმდა.

კადმიუმი და ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, მათ შორის, პროდუქციის მოხმარების დროს. ეს ლითონები გროვდება სხეულში და სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმელებისა და ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას.

შემოწმებული ნიმუშების სია დეტალურად იხილეთ აქ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია
5 დასახელების კოსმეტიკურ საშუალებაში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა
40 კოსმეტიკურ საშუალებაში საფრთხისშემცველი ნივთიერება აღმოჩნდა
არასასურსათო პროდუქციაში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა - კვლევის შედეგები
momxmarebeli.ge – 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია
სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა
15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ