FM97.5 / LIVE

momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.10.2020
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“, საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები გამოიკვლია. ლაბორატორიაში პროდუქტები ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე შეამოწმეს. 15 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, ხოლო 2 ნიმუშში ტყვია აღმოჩნდა.

momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, რომელიც სურსათის უსაფრთხოებისა და სამომხმარებლო პროდუქციის მონიტორინგის საკითხებზე მუშაობს, მორიგი ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ამჯერად ორგანიზაციამ გერმანიის ლაბორატორიაში საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები გააგზავნა. ლაბორატორია „ევროფინსში“ პროდუქტები ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე შეამოწმეს.

„თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 40 დასახელების საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად. ნიმუშები შემოწმდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

15 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, ხოლო 2 ნიმუშში ტყვია აღმოჩნდა

ნიმუშების სახეობები და შესამოწმებელი პარამეტრები შეირჩა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის, ესენი იყო: ტექსტილისა და ჭურჭლის სარეცხი ფხვნილები და სითხეები, ზედაპირების საწმენდები და აეროზოლები.

ევროკავშირში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დასაცავად საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებებში ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობა დასაშვებია მხოლოდ გარკვეული ოდენობის ფარგლებში. ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში, ეს ნივთიერებები დაშვებულ ნორმებს არ აჭარბებდა.

ამასთან ერთად, ფორმალდეჰიდის, როგორც კონსერვანტის გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენს პროდუქციაში ამ ნივთიერების ნაშთების არსებობა, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია და ეს შემცველობა ჯანმრთელობისათვის საზიანო არ არის. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.

ვინაიდან საქართველოში საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებების (ისევე როგორც სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობის) უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ ტექნიკურად რამდენად გარდაუვალი იყო და უვნებელია ფორმალდეჰიდის შემცველობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში.

ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი სამომხმარებლო ნაწარმში მისი შემცველობის თავიდან აცილება.

ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.
ფორმალდეჰიდი შემდეგი სახელწოდებებითაც იწოდება: formalin, morbicid acid, methylene oxide, methylaldehyde და methylene glycol.

მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყანაში ყველა სახის სამომხმარებლო ნაწარმის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დანერგვა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემოწმებულ პროდუქციაში ფორმალდეჰიდი აღმოაჩინეს:

• თურქეთში წარმოებულ სარეცხი ფხვნილში “ტაიდი“
• ბულგარეთში წარმოებულ სარეცხი ფხვნილში „სავექსი"
• რუსეთში წარმოებულ მათეთრებელში „ბოსი“
• საბერძნეთში წარმოებულ მათეთრებელში "ეურეკა"
• ბულგარეთში წარმოებულ ქსოვილის დამარბილებელში "სემანა"
• რუსეთში წარმოებულ თეთრეულის დამარბილებელში "ლენორი"
• რუსეთში წარმოებულ თეთრეულის კონდიციონერში "ვერნელი"
• რუსეთში წარმოებულ ხალიჩების საწმენდში "ვანიში"
• რუსეთში წარმოებულ იატაკის საწმენდში "ჩისტინი"
• საფრანგეთში წარმოებულ შუშის საწმენდ საშუალებაში "ეკო პლანეტი"
• რუსეთში წარმოებულ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში "ბიოლანი"
• რუსეთში წარმოებულ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში "აოსი"
• თურქეთში წარმოებულ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში "ფეირი"
• რუსეთში წარმოებულ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში "ბიომიო"
• რუსეთში წარმოებულ სამზარეულოს საწმენდ საშუალებაში "ბიომიო"

ხოლო, ორ სარეცხის საშუალებაში კველვის შედეგად აღმოჩნდა ტყვია, ესენია :

• თურქეთში წარმოებულ სარეცხი ფხვნილში “ტაიდი“
• რუსეთში წარმოებულ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში "აოსი"

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

momxmarebeli.ge – 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია
40 კოსმეტიკურ საშუალებაში საფრთხისშემცველი ნივთიერება აღმოჩნდა
5 დასახელების კოსმეტიკურ საშუალებაში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა
სამკაულებში ჯანმრთელობისთვის საშიში ტყვია და კადმიუმი აღმოჩნდა – momxmarebeli.ge
არასასურსათო პროდუქციაში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა - კვლევის შედეგები
არსებულ მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს – ტიკარაძე საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე
ახალციხის რამდენიმე მაღაზიაში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი იყიდება