FM97.5 / LIVE

15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.07.2018
გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელის თქმით, სექტემბრიდან, ბავშვებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი კლვევა იწყება, რაც სისხლში ტყვიის შემცველობის შესწავლასაც გულისხმობს.

15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

კვლევა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ჩატარდება და როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი თამარ უგულავა ამბობს, ამისთვის ჯერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 14 000 ოჯახი გამოიკითხება.

"სექტემბრიდან ვიწყებთ მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას, რომელიც ოჯახის ირგვლივ 200 სხვადასხვა ფაქტორს შეისწავლის - დედასთან, მამასთან, ბავშვთან, მათ ქცევასთან, მთლიანად მათ საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებულ ფაქტორებს. ამას დაემატა სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის ტესტიც.

ბოლო დროს დაგროვილმა ინფორმაციებმა შექმნა იმის საფუძველი, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ამ თემის შესწავლა გადაწყვიტა და მთავრობამ მოგვმართა თხოვნით, რომ ამ ფართომასშტაბიან კვლევაში ასევე მომხდარიყო ბავშვების ტყვიაზე ტესტირებაც“, – ამბობს თამარ უგულავა და ამატებს, რომ კვლევაში ჩართული იქნებიან 2-დან 10 წლამდე ბავშვები – „ვვარაუდობთ, რომ მათი რაოდენობა 1500-მდე იქნება. თითო ოჯახში მკვლევარების სტუმრობა, დაახლოებით, 2 საათამდე გაგრძელდება, რადგან მათ დასჭირდებათ ყველა ფაქტორის ცალ-ცალკე შესწავლა, იქნება ეს დედის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ბავშვის ჯანმრთელობა, მათი ქცევა და ა.შ.“

მისივე თქმით, კითხვარის შევსების გარდა, 5 წლამდე ასაკის ბავშვებს აწონიან და სიმაღლეში გაზომავენ: „ამის მიხედვით ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, აქვთ თუ არა მათ ნუტრიციული დეფიციტი. მიკროელემენტების დეფიციტმა შესაძლოა მათ წონასა და სიმაღლეში გარკვეული ცვლილებები მოგვცეს. თუ დადგინდა სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა, მაშინ იწყება ფიქრი იმაზე, რა არის ამის წყარო. ამის დადგენისთვის არსებობს ატომურ-იზოტოპური მეთოდი, რომელიც მინიშნებას გვაძლევს, საიდან არის ეს ტყვია. მაგალითად, ბენზინიდან, საღებავიდან და ა.შ.“

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა
სამცხე–ჯავახეთში ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე იკვლევენ
სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს
ტყვია ბავშვების სისხლში – რეკომენდაციები მშობლებს
ექიმი გვირჩევს:  ტყვია ორგანიზმში [ვიდეო]
სამკაულებში ჯანმრთელობისთვის საშიში ტყვია და კადმიუმი აღმოჩნდა – momxmarebeli.ge
გარემოს დაცვის სამინისტრო: ბენზინში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება