FM97.5 / LIVE

momxmarebeli.ge – 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.08.2020
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“, 40 დასახელების საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები შეამოწმა, 15 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, ხოლო ორში ტყვია აღმოჩნდა. ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.

sarecxii-sahualeba
ორგანიზაციამ momxmarebeli.ge საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები შესამოწმებლად გერმანიაში, „ევროფინსში“ ლაბორატორიაში გააგზავნა.

"ფორმალდეჰიდის, როგორც კონსერვანტის გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენს პროდუქციაში ამ ნივთიერების ნაშთების არსებობა, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია და ეს შემცველობა ჯანმრთელობისათვის საზიანო არ არის. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.

"ვინაიდან საქართველოში საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებების (ისევე როგორც სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობის) უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ ტექნიკურად რამდენად გარდაუვალი იყო და უვნებელია ფორმალდეჰიდის შემცველობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში", – აცხადებენ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში“.

ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.

40 დასახელების პროდუქციდან ფორმალდეჰიდი 18 ნიმუშში აღმოაჩინეს, ესენია:

“ტაიდი“ - სარეცხი ფხვნილი, მწარმოებელი ქვეყანა თურქეთი;
„სავექსი" – სარეცხი ფხვნილი, მწარმოებელი ქვეყანა ბულგარეთი;
„ბოსი“ – მათეთრებელი, მწარმოებელი ქვეყანა რუსეთი;
"ეურეკა" – მათეთრებელი, მწარმოებელი ქვეყანა საბერძნეთი;
"სემანა" – ქსოვილის დამარბილებელი, მწარმოებელი ქვეყანა ბულგარეთი;
"ლენორი" – თეთრეულის დამარბილებელი, მწარმოებელი ქვეყანა რუსეთი;
"ვერნელი" – თეთრეულის კონდიციონერი, მწარმოებელი ქვეყანა რუსეთი;
"ვანიში" – ხალიჩების საწმენდი, მწარმოებელი ქვეყანა რუსეთი;
"ჩისტინი" – იატაკის საწმენდი, მწარმოებელი ქვეყანა რუსეთი;
"ეკო პლანეტი" – შუშის საწმენდი საშუალება, მწარმოებელი ქვეყანა საფრანგეთი;
"ბიოლანი" – ჭურჭლის სარეცხი საშუალება, მწარმოებელი ქვეყანა რუსეთი;
"აოსი" – ჭურჭლის სარეცხი საშუალება, მწარმოებელი ქვეყანა რუსეთი;
"ფეირი" – ჭურჭლის სარეცხი საშუალება, მწარმოებელი ქვეყანა თურქეთი;
"ბიომიო" – ჭურჭლის სარეცხი საშუალება, მწარმოებელი ქვეყანა რუსეთი;
"ბიომიო" – სამზარეულოს საწმენდი საშუალება, მწარმოებელი ქვეყანა რუსეთი;

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია
40 კოსმეტიკურ საშუალებაში საფრთხისშემცველი ნივთიერება აღმოჩნდა
თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების კიდევ ერთი მწარმოებელი კომპანია გაიხსნა ®
რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს [R]
5 დასახელების კოსმეტიკურ საშუალებაში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა
რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია გრძელდება
ახალციხის სოფელ პამაჯში 'ატმარტინას' მწარმოებელი ბიზნესმენის სახლი გაქურდეს