FM97.5 / LIVE

'სამხრეთის კარიბჭეს' მულტიმედია მასალამ 'ეს ქვეყანა შენიას!' კონკურსში პირველი ადგილი აიღო

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.10.2020
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, კონკურსის „ეს ქვეყანა შენიას!“ გამარჯვებული გახდა თაკო ფეიქრიშვილის მულტიმედია მასალა – „რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება“.

'სამხრეთის კარიბჭეს' მულტიმედია მასალამ 'ეს ქვეყანა შენიას!' კონკურსში პირველი ადგილი აიღო

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, გამოაცხადებული კონკურსების ციკლის „ეს ქვეყანა შენიას!“ სამიზნე აუდიტორია მოიცავდა როგორც უფროსკლასელებს და მათ პედაგოგებს, ასევე ბლოგერებსა და ჟურნალისტებს. მათ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების (არასამთავრობო) ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება.

ჟურნალისტების კონკურსის ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები 4 ნომინაციაში - საუკეთესო სტატია, საუკეთესო ტელე-სიუჟეტი, საუკეთესო ფოტო და საუკეთესო მულტი-მედია პროექტი (რადიოს ნომინაციაში ნამუშევრები არ შემოსულა):

საუკეთესო სტატია:

I ადგილი (1500 ლარი) - მაკა ხაზიური, „ცხოვრება ჟესტების ენით“;
II ადგილი (800 ლარი) - დარინა ქამადაძე, „დევნილობა ჩვენი არჩევანი არ არის - ახალგაზრდები შავშების დევნილთა დასახლებებში“.
III ადგილი (500 ლარი) - თეონა კაკაციძე, „ნადი“ – მოხალისეობის ტრადიცია მაღალმთიან აჭარაში“.
III ადგილი (500 ლარი) - ლელა დუმბაძე, „ვინ არიან ქალები, ვინც კოვიდ 19-ით ინფიცირებული მეზობლის კარტოფილი გათოხნეს“.

საუკეთესო ფოტო ნამუშევარი:

I ადგილი (1500 ლარი) - გიორგი გოგატიშვილი, „ქაღალდის ღმერთები“ (საარჩევნო პლაკატების ომი კედლებზე)
II ადგილი (800 ლარი) - ოლიკო ცისკარიშვილი, „მოგზაურობა თუშეთში“.
საუკეთესო ტელე-სიჟეტი:
III ადგილი (500 ლარი) - ნინო ვაშალომიძე, „ბჟუჟის ხეობის დამცველი - დარია შათირიშვილი“.

საუკეთესო მულტი-მედია პროექტი:

I ადგილი (1500 ლარი) - თაკო ფეიქრიშვილი, „რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება“
II ადგილი (800 ლარი) - ნანა ხუბუტია, „არ მაქვს დუმილის უფლება - სამოქალაქო აქტივისტი“.
II ადგილი (800 ლარი) ნინო ვართაპეტიანი, "მოხალისე მეხანძრე ქალები და პასუხისმგებლობა ტყის დასაცავად"

კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით (რეგიონული მედიის წარმომადგენლების წახალისების მიზნით) წამახალისებელი პრემია (500 ლარი) გადაეცათ გიორგი გირკელიძეს (გურიანიუსი) და ლიკა ხიჯაკაძეს (ჩემი ხარაგაული).

ბლოგერების კონკურსში გაიმარჯვეს:

I ადგილი (1000 ლარი) - არტურ ვართაპეტიანი, "სოფლიდან ქალაქამდე ფეხით გავლილი კილომეტრები, ადამიანების დასახმარებლად”
II ადგილი (700 ლარი) - ანი ცინცაძე, „ჯადოსნური “ნავსაყუდელი” დევნილთა დასახლებებში“.
III ადგილი (500 ლარი) - ეკა ხითარიშვილი, „აჰა" განცდის მომგვრელი ბლოგი“.


სასკოლო კონკურსში აქტიურად მონაწილეობდნენ უფროსკლასელები და მათი პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მთლიანობაში 150-მდე გუნდი. გამარჯვებულები გამოავლინა პედაგოგებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ. საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოება უკვე მოხდა ადგილებზე.

ეს კონკრეტული ღონისძიება კი მიზნად ისახავდა თბილისის სკოლების წარმომადგენელი უფროსკლასელებისა და მათი პედაგოგების დაჯილდოებას, ბლოგერებისა და ჟურნალისტების კონკურსის გამარჯვებულებთან ერთად.

თბილისის გამარჯვებულები გახდნენ:

ქალაქ თბილისის N 182 საჯარო სკოლის მოსწავლეები:
სალომე შიოშვილი (კურატორ მასწავლებელი ირინა ჯვარშეიშვილი);
ლიკა ფილიშვილი;
გიორგი მებონია;
მზია წიქარაძე;
(კურატორ მასწავლებელი ანა მაისურაძე);

ქალაქ თბილისის N 119 საჯარო სკოლის მოსწავლეები: შოთა ხიზანიშვილი, ლუკა გელაშვილი, დავით ბიბილური, ცოტნე პარასკებაშვილი, ელენე აბრამიშვილი (კურატორ მასწავლებელი მაკა ბრეგვაძე).

საერთო ჯამში, სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში კონურსში გამარჯვებულ 73 მოსწავლეს და 34 კურატორ-მასწავლებელს საჩუქრად გადაეცა ნოუთ-ბუქი.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე გადაეცათ კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ პრომო პროდუქცია (რუკები, ალმანახი. ბარათებს, ჩანთები, ზურგჩანთები, მაისურები და რვეულები).

სასტუმრო „სტამბაში“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამართა სამოქალაქო კამპანიის - „ეს ქვეყანა შენიას!“ - ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია 30 სექტემბერს გამართა.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში და მისი მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი სამცხე–ჯავახეთში ®
რეგიონული ფორუმი  ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა  რეგიონის  განვითარებაზე იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა
ხვალ ახალციხეში მოხალისეობის ფორუმი გაიმართება [R]
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი სამოქალაქო გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს
პედაგოგთა კონფერენციის გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან