FM97.5 / LIVE

რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 28.02.2020
სამცხე-ჯავახეთი რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონია. მართლმადიდებლების გარდა, აქ ძირითადად ოთხი კონფესიის წარმომადგენლები ცხოვრობენ: სომხური სამოციქულო, კათოლიკური, მუსლიმური და იუდეური თემი. უმცირესობები ამბობენ, რომ დომინანტი რელიგიისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულება ხშირად არასამართლიანია.

რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ. პრობლემა, რომელიც ყველა მათგანს აწუხებს, სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხის არასამართლიანი განაწილებაა.

უმცირესობები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად გამოყოფილ თანხას იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში არსებობს მუხლი, რომელიც რელიგიური ორგანიზაციებისათვის თანხის გამოყოფას ითვალისწინებს, ამ დრომდე უმცირესობების დაფინენსების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული.

იგივეს ვერ ვიტყვით დომინანტ რელიგიაზე. გარდა იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ბიუჯეტიდან 25 მილიონს ოფიციალურად იღებს, ეპარქიებს თანხას ადგილობრივი თვითმმართველობებიც ურიცხავენ. 2017-2018 წელს სამცხე–ჯავახეთში მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან მართლმადიდებლური ეპარქიებისთვის მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. თანხის ნაწილი ეკლესიებში კომუნალური ხარჯების დასაფარად გაიწერა.

სომხური სამოციქულო ეკლესია


რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სომხური სამოციქულო ეკლესია, მართლმადიდებლობის შემდეგ, რეგიონში ერთ-ერთი დიდი კონფესიაა. მათი რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 40% -ს შეადგენს, მათ შორის უმრავლესობა ახალქალაქში ცხოვრობს.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ ადგილობრივების უმრავლესობა რელიგიურია, დღესასწაულებზე მათი ტაძრები ივსება. ეკლესიაში უფროს თაობასთან ერთად, აქტიურად დადიან ახალგარზდებიც. თუმცა შენობები, სადაც ლიტურგია აღევნილება, ხშირ შემთხვევაში სომხური ეკლესიის საკუთრებაში რეგისტრირებული არ არის, რაც ბევრ პრობლემას ქმნის.

„რწმენის პრობლემა არასდროს გვქონია, მაგრამ საქართველოში ეკლესიის აშენების პრობლემა ბევრჯერ შეგვექმნა. წლებია გვაქვს რეგისტრაციის პრობლემაც, ბევრჯერ მივმართეთ მთავრობას, რომ ყველა ეკლესია დავირეგისტრიროთ. ეს საბუთები შემდგომში რეაბილიტაციის ჩატარებისთვის დაგვჭირდება. ასევე მშენებლობის პრობლემებს იწვევს, გვეუბნებიან რომ რეგისტრაცია არ გვაქვს გავლილი“ , - ამბობს ახალციხისა და ბორჯომის სომხური სამოციქულო ეკლესიების წინამძღვარი ჰაკოფ აბეღა სააკიანი.

იგი ამჟამად ლიტურგიებს ქალაქ ბორჯომში, ახალციხეში, ასევე სომხური მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში: დამალაში, წირაში, წყრუთში, საძელში, ყულალისში, ორალში, პატარა პამაჯსა და დიდი პამაჯში აღავლენს.

სასაულიერო პირი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, ადგილობრივ თვითმმართველობას ახალციხეში არსებული წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაციის თხოვნით მიმართა, თუმცა პასუხის მოლოდინში რამდენიმე თვე გავიდა.

მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში, სააკიანი ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის მიღების მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებს, ამავე ეკლესიის სახურავის შეცვლისთვის რელიგურმ ორგანზიაციამ თანხა 2017 წელს.



რომაულ-კათოლიკური ეკლესია


კათოლიკეები რეგიონის მოსახლეობის 9.3 %-ს შეადგენენ. მათი უმრავლესობა კი ახალციხეში ცხოვრობს. თემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას სადაო სალოცავები წარმოადგენს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ექვსი ტაძარი, რომლის ისტორიული მესაკუთრეებიც კათოლიკეები არიან, საბჭოთა პერიოდის შემდეგ, მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის და მათი დაბრუნებისთვის სახელმწიფოსგან ნაბიჯები არ ჩანს. ამ ტაძრებიდან სამი: უდის, ივლიტისა და ბუზმარეთის სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს.

რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

სომხური ეკლესიის მსგავსად, სალოცავების ან მიწის რეგისტრაციის პრობლემა კათოლიკურ ეკლესიაშიც ხშირია. ასევე სირთულეს წარმოადგენს ახალი ეკლესიების მშენებლობა, ამისათვის სახელმწიფოსგან ნებართვის მიღება უმცირესობისთვის თითქმის შეუძლებელია.

რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობას, ვალის ღვთისმშობლის შობის რომაულ-კათოლიკური სამრევლოს წინამძღვარი მიხეილ სურმავა ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარება ფინანსური ან მატერიალური კუთხით არასდროს მიუღიათ. მისივე თქმით, მუნციპალიტეტში თავს იკავებენ რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისგანაც, მაგალითად, როგორიცაა „კარიტასი- საქართველო“.

„ადგილობრივ ხელისუფლებას არასდროს უთქვამს, რომ ბიუჯეტში არსებობს თანხა რელიგიური უმცირესობებისთვისაც. ვხედავთ, რომ ამ თანხის სხვა კონფესიისთვის გაცემა ჩუმად ხდება და ერთმა მიიღო საკმაოდ დიდი დაფინანსება. რამდენიმე წლის წინ, მეორე კონფესიამ მიიღო კიდევ ცოტა, მაგრამ ვერც ის მიიღებდა, თუ ხმამაღლა ყვირილს არ დაიწყებდა. ჩვენს შემთხვევაში ყოველთვის ჩნდება რაღაც პრობლემა. მაგალითად, ჩვენ გვაქვს „შინ მოვლის პროგრამა” და ამ დრომდე ველოდებით მუნიციპალიტეტისგან დაფინანსებას. მათ ან ფინანსური კრიზისი აქვთ ან ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ და ვერ ხვდებიან რის შესახებ ვმუშაობთ ჩვენ“,- ამბობს მღვდელი მიხეილ სურმავაა.

მისივე თქმით, მერიაში დახმარების თხოვნით განცხადება რამდენჯერმე დაწერა, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია: „როდესაც რემონტს ვაკეთებდით, მე განცხადება დავწერე და მოვითხოვე, რომ გვინდა 10 სკამი. არც დადებითი პასუხია და არც უარყოფითი“.



მუსლიმური თემი


სამცხე-ჯაავხეთში მცხოვრებლების 4%-ს მუსლიმები შეადგენენ. სტატისტიკურად, მათი უმრავლესობა ადიგენში ცხოვრობს.

კათოლიკეების მსგავსად, ხელისუფლებასთან ურთიერთობის არაერთი პრობლემა აქვთ ისლამის მიმდევრებსაც. მათი სალოცავების, მეჩეთების მშენებლობა უკვე ათეული წელია პრობლემას წარმოადგენს. ამ საკითხზე სახელმწიფოსგან ნებართვის მოპოვება მათთვის რთულია.
მუსლიმები მიიჩნევენ, რომ რწმენის თავისუფლად გამოხატვისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალება არ აქვთ.

„არავინ უარყოფს რომ სახელმწიფოსთან არ უნდა ვითანამშრომლოთ, არ უნდა გვქონდეს ურთიერთობა, პირიქით. მაგრამ რელიგიურ შიდა საქმეებში, რომლებიც არსებობს ჩვენს თემში, უნდა მოგვეცეს საშუალება, რომ თავად დავწეროთ წესდება, დავგეგმოთ, გამოვყოთ პრიორტეტები და ა.შ ამაში ერევა სახელმწიფო და ეს პრობლემა სათავეს ცოტა ადრე იღებს, 2011 წლიდან, როდესაც სამუფთო სამმართველო ჩამოყალიბდა“, - ამბობს ჭელის მეჩეთის იმამი, ჯამბულ აბულაძე.

რაც შეეხება რეგიონში არსებულ პრობლემებს, სასულიერო პირი ორ მიმართულებას გამოყოფს - უყურადღებობა მოქმედი და ისტორიული მეჩეთების მიმართ.

რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მისი თქმით, ჭელას მეჩეთს სამლოცველოს სტატუსი არ აქვს მინჭებული და იგი საცხოვრებელ სახლად არის რეგისტრირებული, რის გამოც თემმა სარჩელი სასამართლოშიც შეიტანა, თუმცა უშედეგოდ. სამლოცველოს კვლავ საცხოვრებლის სტატუსი დარჩა.

სხვა მეჩეთების შემთხვევაში კი მიწა, სადაც შენობა დგას სამლოცველოს საკუთებად ვერ რეგისტრირდება.

„მივმართეთ, არაერთხელ გვქონდა პირადი საუბრები ადიგენის მერთან, გუბერნატორთანაც, ვთხოვეთ, რომ ეს ნაკვეთები, რომლებზეც მეჩეთებია განთავსებული გადმოგვეცეს. ერთ კვირაში გადაიჭრება ეს პრობლემები, მხოლოდ და მხოლოდ კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული, რომ სახელმწიფომ მოგვანიჭოს ამ მეჩეთის სტატუსი და საკუთრება. ჩვენ არ ვითხოვთ 20 - 50 ჰექტარს, ვითხოვთ იმ მცირე ეზოებს, რომლებიც თან ახლავს ამ პატარა მეჩეთებს“, - ამბობს იმამი ჯამბულ აბულაძე.

რაც შეეხება ისტორიულ მეჩეთებს, მათი რაოდენობა რეგიონში ორმოცდაათზე მეტია, თუმცა რეაბილიტაციის, კონსერვაციის ან სხვა სახის სამუშაოები მათ შესანარჩუნებლად არ ჩატარებულა: „მიუხადავად იმისა, რომ, მრავალი ძეგლი გადაცემულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის, არაფერი კეთდება მათ დასაცავად და გადასარჩენად. მაგალითად, ადგილობრივები ვითხოვდით მოხის მეჩეთის გადარჩენას, ანუ ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენას, თუმცა შემოსაზღვრეს ეს მეჩეთი და ისევ ისე ნადგურდება, ისევ გაპარტახებულია.



იუდეური თემი


ისტორიული სალოცავები ზიანდება იუდეურ თემშიც. ახლა რეგიონში ებრაელთა მხოლოდ უმცირესი ნაწილი, 15 ადამიანია შემორჩენილი, თუმცა ახალციხეში დგას პირველი სინაგოგა, რომელიც საქართველოში აიგო. მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით კი მეორე სინაგოგაა, უყურადღბოდ მიტოვებული. მისი პატრონობა ებრაელ სიმონ ლევიშვილს არ შეძლია, რადგან შენობა სახელმწიფო საკუთრებაშია: „ჯერ ბიბილიოთეკა იყო შიგ გახსნილი, მერე რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო] კინოს აჩვენებდნენ, მერე საბილიარდო იყო, ბოლოს ბოქსის დარბაზი და ახლა დაკეტილია. ინგრევა და პასუხისმგებლობა ძეგლთა დაცვის სააგენტრომ უნდა აიღოს. სახურავი ქარმა ახადა, როგორც გარეთ წვიმს, ისე შიგნით“, - ამბობს იუდეური თემის წარმომადგენელი სიმონ ლევიშვილი.

რაც შეეხება მეორე, უძველეს სინაგოგას, რომელიც ებრაელთა კავშირს ეკუთვნის, მისი შენახვა ლევიშვილს ტურისტებისგან მიღებული შემოწირულობებით უხდება. იგი ერთ-ერთი იმ სამი ებრაელიდან, რომლებიც ახალციხეს შემორჩნენ: „უბანში განათება არ არსებობს. ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები რომ მოდიან, ლოცულობენ და სინაგოგიდან საღამოს გადიან, ფეხს იმტვრევენ. გარდა ამისა, ვიდეო თვალია ეზოში საჭირო, ყოფილა გაქურდვის შემთხვევები და ეს რომ ავიცილო თავიდან, დარაჯი დავიქირავე, მაგრამ ყოველთვიური გადასახადი იმხელაა, რომ მარტო ვერ ვწვდები. მათხოვრად ვარ გადაქცეული, ჩავდივარ თბილისში, ჩვენს კავშირში, რომ რამდენიმე ლარი ავკრიფო და გადავიხადო შუქის, დასუფთავების, წყლის ფული, დარაჯის ფული. შემოსავალი საერთოდ არ გვაქვს, ყულაბებში თუ რამეს ყრიან ესააა. დამოკიდებული ვარ ტურისტებზე“.



ეს ის სინაგოგაა, რომელის 153 წლის იუბილე 2016 წელს საერთო ზეიმით აღინიშნა. მაშინ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და ისრაელიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. თუმცა მას შემდეგ შენობის ბედით არავინ დაინტერესებულა.

„იუბილეზე მერიამ 615 ლარი მაჩუქა და მას მერე არავინ მოსულა და შემხმიანებია. პირიქით, აქ სტადიონი გახსნეს, ბურთი უვარდებათ ბავშვებს, ადიან სინაგოგის სახურავზე, იმტვრევა სახურავი.. ვერ აამაღლეს, რომ ბურთი არ გადმოუვარდეთ ბავშვებს. დენი კომერციულ ფასად მოვგვცეს, წავედი და ეკონომიური ნათურები ვიყიდე. 130 ნათურა შევცვალე, 1000 ლარის ნათურა ვიყიდე, რომ ეკონომია გამეკეთებინა. ერთი საათით რომ ჩამერთო თვეში 60-70 ლარი მომდიოდა, ახლა 20 ლარი მომდის, მაგრამ იმ 1000 ლარის შოვნაც ხომ მჭირდებოდა“, -ამბობს ლევიშვილი.

რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე იხსენებს, რომ დახმარების მიზნით ახალციხის მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა არც განცხადების დაწერამდე ჰქონდა იმედი და არც მას შემდეგ აქვს: „ასფალტს აგებდნენ და ეზო სულ გადაინგრა, მისი აღდგენა დაახლოებიღთ 3 000 ლარი დამიჯდა. მივედი, დავწერე, ვუთხარი დააზიანეთ-მეთქი, სურათებიც მქონდა გადაღებული და ვაჩვენე, უარი მითხრეს, ფული არა გვაქვს და არც გვეკუთვნის გაკეთებაო“.

სიანაგოგის შენობა მხოლოდ ორი წლის წინ დაიკანონეს, მანამდე რეგისტრაცია მათთვისაც სირთულეს წარმოადგენდა.

ადგილობრივი თვითნმმართველობების მიერ რელიგიური უმცირესობების დაფინანსების გამოცდილება უმცირესია, თუმცა ბიუჯეტში საგანგებოდ რეგლიგიური ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხის მთლიანად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის შემთხვევები ხშირი.

მაგალითად, 2020 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაწერილი 200 000 ლარი მხოლოდ ერთი, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მოპირკეთებასა და კეთილმოწყობაზე დაიხარჯება. ეს ის ტაძარია, რომელის მშენებლობისთვისაც თვითმმართველობა 2015 წლიდან დღემდე ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 ლარს სწირავს.

რეგიონში, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით უკვე შესრულებულია შემდეგი სახის პროექტები: ტაძრის ფასადის მოპირკეთება, სახურავის გაკეთება, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ტურისტული ფასადის მოწყობა, ეკლესიის ეზოების კეთილმოწყობა და შემოღობვა, იატაკის გაკეთება, სამრეკლოს აშენება, საძირკველის გაჭა, კომუნალური ხარჯები.

გარდა ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსებისა, დომინანტი ეკლესია სახელმწიფოსგან ყოველწლირად 25 მილიონს იღებს.

უმცირესოობების ოთხი კონფესია კი საერთო ჯამში 4 500 000 ლარს, მთავრობის გადაწყვეტილებით, საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად იღებს. მათ შორის:

- საქართველოს ისლამური თემი
- საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი
- საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი
- საქართველოს იუდეური თემი

რელიგიურ უმცირესოსბების მიმართ სახელმწიფოს არასამართლიანი მიდგომების შესახებ საუბრობენ არასამთავრობო ორგანზიაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრშიც" (EMC). მათი ინფორმაციით, სხვადასხვა კონფესიებზე და განსაკუთრებით მუსლიმურ თემზე, სახელმწიფოს მკაცრი კონტროლი აქვს: „ეს ყველაზე თვალნათლივ ჩანს ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების პრაქტიკაში. სახელმწიფო ამ რელიგიურ ორგანზიაციებს უკონტროლებს თანხების ხარჯვის მიზნობრიობას, შემდგომში უკვე ხარჯთაღრიცხვის პროგრამების მიხედვით, შესრულების პროცესს. იგივე მუსლიმური ორგანიაზციების ხელშეკრულებებში პირდაპირ იყო მითითებული, რომ 75% თანხების სასულიერო პირების ხელფასებზე უნდა გაიწეროს“, - ამბობს EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორითამთა მიქელაძე.

მისივე თქმით, სახელმწიფო და მუნციპალური დაფინანსების უდიდესი წილი მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მოდის. იმ დასახლებებშიც კი, სადაც რელიგიურ უმრავლესობას შესაძლოა წარმოადგენდნენ უმცირესობები: “გარდა ცენტრალური საბიუჯეტო დაფინანსებისა, მართლამდიდებლურ ეკლესიას მუნიციპალური დაფინანსებაც ძლიერი აქვს და ადგილობირივ თვითმმართველობის ბიუჯეტებში როგორც წესი, დევს ხოლმე ღია ნორმა, რომელიც ადგილობრივ ეპარქიას, ეკლესიას ან სასულიერო პირს ეხმარება და მას დამატრებით რესურსებს გადასცემს“.

მიქელაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი, რომლის შესახებაც გარკვეული პოლიტიკა და კანონმდებლობა არ არსებობს.

„სახელმწიფომ კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, იკისრა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონებაზე, ეკლესიის უფლება-მოსილების აღიარება. თუმცა მას იგივე არ გაუკეთებია სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებაში. ძველი ისტორიული ეკლესიები, მეჩეთები, სინაგოგები რეალურად სახელმწიფო საკუთერბაში რჩება და დროებითი სარგებლობის და არა საკუთრების უფლებით, გადაცემულია ხვადასხვა რელიგიური უმცირესობებისთვის“.

მისივე თქმით, ცალკე უნდა გამოიყოს ის შენობბები, რომლებიც ისტორიულ მეპატრონეებს ჩამოერთვათ და ახლა მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს: „ცხადია, აქ ცალკე შედის სადავო ქონებები, რომლებზეც პრეტენზია მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაცხადა, სახელმწიფოს არ ეყო გამბედაობა იმ რელიგიური ორგანიზაციისთვის გადაეცა, ვისი კონფესიური, ისტორიული მესაკუთრეეობაც დასტურდება. ამის მაგალითებია კათოლკიური ეკლესიები: ბათუმში, ქუთაისში, გორში, უდეში, ივლიტაში. ასვე სომხური ეკლესიები. მაგალითად, თბილისში რამდენიმე ეკლესიაა, რომლებიც ნამდვილად ისტორიულად სომხურია, მაგრამ მათზე დავას ძალიან ხშირად, სრულიად უსაფუძვლოდ აცხადებს მართლმადიდებელი ეკლესია“, - ამბობს თამთა მიქელაძე.

რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

[თაკო ფეიქრიშვილი, გიორგი ლონდარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფინანსდებიან თუ არა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან რელიგიური უმცირესობები
საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანისათვის რელიგიურმა თემებმა თანხა მიიღეს
რელიგიური კონფესიებისთვის ბიუჯეტში გაწერილი თანხა ძირითადად ერთ ეკლესიას მოხმარდება
ჩამორთმეული სალოცავები – გამოფენა, რომელზეც მესხეთიდან 7 ძეგლი მოხვდა
რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში - TDI კვლევა
‘მეჩეთების  ბედს სუს-ი წყვეტს, ძეგლთადაცვა ფორმალურად მუშაობს’ - მკვლევარი
8 რელიგიური ორგანიზაცია  საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის