FM97.5 / LIVE

‘ტაო’ პირველი ლიგის პირველი მატჩისთვის ემზადება ®

მთავარისიახლე, რეკლამა 02.10.2020
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, “ტაოელები“ პირველი ლიგის 2020–21 წლის სეზონის პირველი მატჩისთვის ემზადებიან. როგორ გაუმკლავდა „ტაო“ პანდემიის პერიოდს, რა შემადგენლობით გადის ჩემპიონატზე და რა გეგმები აქვს კლუბს პირველი ლიგის ჩემპიონატთან დაკავშირებით, „სამხრეთის კარიბჭე“ მოგიყვებათ.

‘ტაო’ პირველი ლიგის პირველი მატჩისთვის ემზადება ®

პირველი ლიგის პირველმატჩში, "ტაოელები" წყალტუბოს გუნდ “დინოზავრს“ შეერკინებიან. შეხვედრა 4 ოქტომბერს, 13:00 საათზე ქუთაისში, „აია არენას“ სტადიონზე გაიმართება. 5 თვიანი პაუზის შემდეგ, გუნდისთვის პირველი მატჩია, რომლისთვისაც განსაკუთრებულად ემზადებიან.

კარანტინის პერიოდში „ტაოს“ მორაგბეები სახლის პირობებში ვარჯიშობდნენ. სოციალური ქსელში, ჯგუფი ჰქონდათ შექმნილი და იქ უზიარებდნენ ერთმანეთს ვარჯიშებს. ეპიდემიოლოგებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, ივლისის მეორე ნახევრიდან ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე ვარჯიშებიც განაახლეს.

„ამ წუთას შეკრებაზე ვართ და ინტენსიურ ვარჯიშებს გადიან ბიჭები. ხვალ კი ყველა წავალთ ქუთაისში“, - ამბობს კლუბის პრეზიდენტი, ირაკლი გვენეტაძე.

ბაზაზე ინტენსიური ვარჯიშების გარდა, „ტაომ“ გუნდის შემადგენლობაც გადაახალისა. რამდენიმე მოთამაშე მათივე კლუბის „ა“ ლიგიდან დაიმატა. დაიბრუნა თავისი ძველი მორაგბე ფოცხვერაშვილი, რომელიც ბოლო წლებში „არმიაში“ თამაშობდა. რამდენიმე მოთამაშე „ყოჩებიდან“ და „დინამოდანაც“ დაიმატა.

პანდემიის გამო, პირველი ლიგის 2019–20 წლის სეზონი ვერ დასრულდა. ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტში, პირველი ლიგის პირველ–მეორე ადგილოსანმა გუნდებმა დიდ ათში გადაინაცვლეს. პირველ ლიგაში კი, შესაბამისად ოთხმა გუნდმა გადაინაცვლა რეგიონული ლიგიდან. მოცემული შედეგების მიხედვით, კი „ტაომ“ მეხუთე ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

2020–21 წლის სეზონზე, „ტაოს“ მიზანია მესამე ადგილი შეინარჩუნოს. მომდევნო სეზონზე კი პირველი ან მეორე ადგილის დასაკავებლად იბრძოლოს და „დიდ ათშიც“ გადაინაცვლოს.

„ბურთი მრგვალი არ არის და რაგბიში შემთხვევითობა ძალიან იშვიათია. ობიექტურად თუ შევაფასებთ სიტუაციას, 20–21 წლის ჩემპიონატზე ვგეგმავთ მესამე ადგილის შენარჩუნებას. ეს კი ჩვენთვის ტრამპლინი იქნება, 2021–22 წლის სეზონისთვის, რომ ვიფიქროთ დიდ ათში გადასვლაზე. ჩვენ არ გვინდა, დიდ ათში მოუმზადებლები მოვხვდეთ. ჩვენ ხომ ჩვენი რესურსით(იგულისხმება ადგილობრივი მორაგბეები) ვიბრძვით, ამიტომ გვინდა, რომ ჩვენი ბიჭები მოვამზადოთ და ასე მოვხვდეთ დიდ ათში“, განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ირაკლი გვენეტაძემ.

2020–21 წლის პირველი ლიგის ჩემპიონატი4 ოქტომბერს იწყება და 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ტაომ' პირველი ლიგის პირველ თამაშში გამარჯვება მოიპოვა
‘ტაომ’ პირველი ლიგის პირველ თამაშში გამარჯვება მოიპოვა ®

'ტაო' VS 'არმია' ®

‘ტაო’  2019-20 წლის სეზონის პირველი მატჩისთვის ემზადება
'ტაო' ფინალურ მატჩს 'დინამოსთან' გამართავს [R]
‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება ®
'ტაო' vs 'დინამო' – საშინაო მატჩი ასპინძაში ®