FM97.5 / LIVE

'ტაომ' პირველი ლიგის პირველ თამაშში გამარჯვება მოიპოვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.10.2018
სარაგბო კლუბმა "ტაომ" პირველი ლიგა წარმატებით დაიწყო. მორაგბეებმა ქუთაისის "ბაგრატი" სძლიეს და პრემიალური ქულა მოიპოვეს.

'ტაომ' პირველი ლიგის პირველ თამაშში გამარჯვება მოიპოვა

სამცხე–ჯავახეთის გუნდ "ტაოსა" და ქუთაისის "ბაგრატს" შორის შეხვედრა დღეს, 6 ოქტომბერს, ასპინძაში გაიმართა. "ტაოს" სპორტსმენებმა მოწინააღმდეგე 42:10 ანგარიშით დაამარცხეს.

"ძალიან პრინციპული იყო ეს გამარჯვება ჩვენთვის, იმიტომ, რომ პირველად მოვხვდით პირველ ლიგაში, „ბაგრატი“ კი უკვე უმაღლესი ლიგის მოთამაშე იყო და ამ წელს გამოვარდა უმაღლესი ლიგიდან. შესაბამისად, იმითი გამოცდილება და პროფესიონალიზმი უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო", – ამბობს სარაგბო კლუბ "ტაოს" პრეზიდენტი, ირაკლი გვენეტაძე.

ეს პირველი ლიგის პირველი თამაში იყო, მომავალი შეხვედრა კი კვლავ ასპინძაში, 13 ოქტომბერს გაიმართება. ამჯერად, "ტაო" თბილისის "იუნკერებს" დაუპირისპირდება.

პირველი ლიგის ფარგლებში, სარაგბო კლუბი შემოდგომით ცხრა თამაშს გამართავს, გაზაფხულზე კი ხუთი ექნება – "პირველ ლიგაში სულ რვა გუნდი თამაშობს, შესაბამისად, სულ 14 თამაშია, შინ და გარე პრინციპით", – განმარტავს "ტაოს" პრეზიდენტი.

'ტაომ' პირველი ლიგის პირველ თამაშში გამარჯვება მოიპოვა

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გუნდი ‘ტაო’ თბილისის ‘იუნკერებთან’ დამარცხდა
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ პირველ ლიგაში პირველ თამაშს გამართავს
‘ტაომ’ პირველი ლიგის პირველ თამაშში გამარჯვება მოიპოვა ®

სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’  დაამარცხა
„ტაომ“ რეგიონული ლიგის ფინალი მოიგო
‘ტაომ’ ფოთის კლუბი ‘ივერია’ დაამარცხა
'ტაომ' ჭიათურის გუნდს მოუგო