FM97.5 / LIVE

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა ადიგენში, 1 - ნინოწმინდაში დაფიქსირდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 28.09.2020
28 სექტემბერის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირებული 11 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა ადიგენის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. აქ მთლიანობაში ვირუსმა ხუთი სოფელი მოიცვა. ახალი შემთხვევაა ნინოწმინდაშიც.

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა ადიგენში, 1 - ნინოწმინდაში დაფიქსირდა

სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელის, გიორგი მიქელაძის თქმით, რეგიონში 11 ახალი შემთხვევაა. მათ შორის:
ადიგენის მუნიციპალიტეტში:

5 ინფიცირებული - დიდი ზანავში
2 ინფიცირებული - ჭეჭლაში
2 ინფიცირებული - ღორთუბანში
1 ინფიცირებული - კეხოვანში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში - 1 ინფიცირებული

მიქელაძის თქმით, ახალი შემთხვევების ნაწილი ინფიცირებულთან პირადპირი კონტაქტია და ამის გამო გაიტესტნენ, ნაწილი კი მასობრივი ტესტირების შედეგად გამოვლენილი შემთხვევებია.

„ყველა არის პირველი შემოტანილი შემთხვევის შედეგად დაინფიცირებული [ჭეჭლის შემთხვევა] ყველა ერთმანეთის კონტაქტის შედეგად არის დაინფიცირებული, ესენი მიმდებარე სოფლებია. რაც შეეხება ნინოწმინდას, მასაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს“, - აცხადებს მიქელაძე.

28 სექტემბრის მონაცემებით, რეგიონში მთლიანობაში 24 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან ერთი ასპინძაში, ერთი ნინოწმინდაში, 22 კი ადიგენში.

გუშინ, ასპინძის მერიაში გვითხრეს, რომ სოფელში მასობრივი ტესტირება დაიწყო, თუმცა ამ ფაქტს არ ადასტურებენ სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში, რუსთავში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 27 სექტემბერს დადასტურდა.

„რუსთავში მასობრივი ტესტირება ჯერ არ ჩატარებულა, იმიტომ, რომ დადგენილი წესების მიხედვით, კონტაქტიდან მერვე დღეს უნდა ჩატარდეს ტესტირება და ეს არის ყევლაზე ეფექტური. ხვალ გადის მერვე დღე და ამიტომაც ხვალ დაიწყება იქ იმ პიროვნებების გატესტვა, რომლებიც გამოიკვეთა, როგორც პირდაპირი კონტაქტები. მანამდე ისინი რჩებიან თვითიზოლაციაში.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ რუსთავში COVID-19–ზე მასობრივი ტესტირება დაიწყო
კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში გამოვლინდა
COVID-19 სამცხე-ჯავახეთში: სად გამოვლინდა ახალი შემთხვევები
Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში დადასტურდა
ახალციხეში კორონავირუსის კიდევ 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჭეჭლაში კორონავირუსის ოთხი ახალი  შემთხვევა დაფიქსირდა
ადიგენში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12–მდე გაიზარდა