FM97.5 / LIVE

COVID-19 სამცხე-ჯავახეთში: სად გამოვლინდა ახალი შემთხვევები

მთავარისიახლე, კორონავირუსი 01.10.2020
პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. მათი უმრავლესობა ნინოწმინდაშია. თითო-თითო შემთხვევა დადასტურდა ადიგენის სოფელ არალსა და ასპინძის სოფელ რუსთავში.

COVID-19 სამცხე-ჯავახეთში: სად გამოვლინდა ახალი შემთხვევები

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელის, გიორგი მიქელაძის განმარტებით, ყველა ახალი შემთხვევის წყარო ინფიცირებულთან პირდაპირი კონტაქტია.

9 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

4 - ქალაქი ნინოწმინდა
3 - სოფელი არაქალი

ადიგენის მუნიციპალიტეტი

1 - სოფელი არალი

ასპინძის მუნიციპალიტეტი

1 - სოფელი რუსთავი

მთლიანობაში რეგიონში 35 ინფიცირებულია.

თვითიზოლაციაში რჩება 223 ადამიანი, მათგან:

ადიგენში - 97
ნინოწმინდაში - 66
ასპინძაში - 46
ახალციხეში - 7
ბორჯომში - 7

კარანტინშია 409 ადამიანი, აქედან ახალციხის საკარანტინო სივრცეში 93, ხოლო ბაკურიანის საკარანტინო სივრცეში - 316 ადამიანი.

„მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა, დღეს ველოდებით დაახლოებით 250 ნიმუშის გამოკვლევას და შესაბამისად, მოკვლეული კონტაქტების ნიმუშებიც იქნება გადატანილი ლაბორატორიაში“, - აცხადებს გიორგი მიქელაძე.

მისივე თქმით, გადავა თუ არა არლის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლების პროცესზე, დღეს, 1-ელ ოქტომბერს გადაწყდება.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებში მასობრივი ტესტირების დაწყებას, იგი ამბობს, რომ ჯერ არ იგეგმება და ამ ეტაპზე, ტესტირება იქ ტარდება, სადაც ვირუსი აღმოჩნდება.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაბა ადიგენში გამოვლინდა
ახალქალაქში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირების წყარო უცნობია
სამცხე-ჯავახთის რომელ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა კოვიდის ახალი შემთხვევები
1- ადიგენი, 1- ახალციხე - COVID 19–ის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა ადიგენში, 1 - ნინოწმინდაში დაფიქსირდა
სამცხე–ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კოვიდის ახალი შემთხვევები
დაბა ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა  დაფიქსირდა