FM97.5 / LIVE

ახალციხეში კორონავირუსის კიდევ 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 14.10.2020
დღეს, 14 ოქტომბერს ახალციხეში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ერთი კლინიკა „იმედის“ ექიმია, მეორე კი კერძო კომპანიაში დაფიქსირებულ შემთხვევებს უკავშირდება.

ახალციხეში კორონავირუსის კიდევ 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს, 14 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ რეგიონში ორი ახალი შემთხვევაა და ორივე ახალციხის მუნიციპალიტეტში.

მათგან ერთი კლინიკა „იმედის“ექიმია. სავარაუდოდ, მისი ინფიცირების წყარო 12 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გამოვლენილი შემთხვევებია.

„მივიღეთ დარჩენილი ნიმუშების პასუხები და გამოვლინდა კიდევ ერთი შემთხვევა, ეს არის ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის კონტაქტი“, - ამბობს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე.

მისივე თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი შემთხვევაა, რომელიც უკავშირდება ერთ-ერთ კომპანიაში დაინფიცირებულ 3 თანამშრომელს.

„ეს არის პირდაპირი კონტაქტი ინფიცირებულთან. არ ვიცით სტატუსი, ამ კომპანიაში მუშაობს თუ არა“, - განმარტავს მიქელაძე.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, დღეს, 14 ოქტომბერს კიდევ 11 ადამაინი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში მათი რიცხვი 20-ია.

ამ ეტაპზე, სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაშია 187 პირი. მათგან:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - 91;
ადიგენის მუნიციპალიტეტში - 4;
ახალციხის მუნიციპალიტეტში - 59;
ბორჯომის მუნიციპალიტეტში - 9;
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში - 24;

კარანტინში იმყოფება 416 პირი. მათგან:;

ახალციხის საკარანტინო სივრცეში - 31;
ბაკურიანის საკარანტინო სივრცეებში - 385;

საერთო ჯამში, რეგიონში კორონავირუსის 63 შემთხვევაა დაფიქსირებული:

ადიგენის მუნიციპალიტეტი – 28 შემთხვევა

დაბა ადიგენში – 2; ჭეჭლაში – 12, უდეში – 2, დიდ ზანავში – 5, ღორთუბანში – 2, ჭელაში – 1, კეხოვანში – 1, გომაროში – 1, არალში – 2;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – 14 შემთხვევა

ქალაქ ნინოწმინდაში – 8, დიდ არაქალში – 4; ეშტია –2;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – 9 შემთხვევა

ქალაქ ახალქალაქში – 4, ხულგუმოში – 4; ოკამში - 1;

ასპინძის მუნიციპალიტეტი – 2 შემთხვევა

სოფელი რუსთავში – 2;

ახალციხის მუნიციპალიტეტი – 10 შემთხვევა

ქალაქი ახალციხე – 10;

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსისგან კიდევ 2 პირი გამოჯანმრთელდა
COVID-19-ის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში – 13 ოქტომბერი
1- ადიგენი, 1- ახალციხე - COVID 19–ის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში
COVID-19: სამცხე–ჯავახეთში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზრდა
Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში დადასტურდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან კიდევ 11 პირი გამოჯანმრთელდა