FM97.5 / LIVE

გამოძიების დაწყება არ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს – საგამოძიებო მკოიანის კომპანიაზე

მთავარისიახლე, სამართალი 18.09.2020
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ენზელ მკოიანის ძმის კომპანიის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე დაიწყო და ეს არ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს.

გამოძიების დაწყება არ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს – საგამოძიებო მკოიანის კომპანიაზე

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სამცხე–ჯავახეთში მოქმედი ერთ-ერთი გაზის კომპანიის მიმართ დაწყებული გამოძიება ხელს არ შეუშლის მის საქმიანობას.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქეთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე. საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაცია და არა კომპიუტერული ტექნიკა, ასევე არ გატარებულა სხვა სახის საპროცესო იძულების ღონისძიება, რაც ხელს შეუშლიდა კომპანიას განაგრძოს საქმიანობა და მოსახლეობის გაზით მომარაგება“.

ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ ხსენებული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თავადვე დაადასტურა ოქმი ხელმოწერით, რომ დოკუმენტების ამოღება არ შეაფერხებს კომპანიის საქმიანობას.“ – ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში

გაზკომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის კადრები ენზელ მკოიანმა, 17 სექტემბერს გამოაქვეყნა, ის აცხადებდა, რომ მისი ძმის კოპანიაზე „შეტევა“ მიზანმიმართული „შავი პიარის კამპანიის“ ნაწილია, რომელიც, მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტიის მიერ კანდიდატად არ დასახელების შემდეგ, მანდატისთვის დამოუკიდებლად ბრძოლა გადაწყვიტა

ახალაქალაქისა და ნინოწმინდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის კომპანიის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას წინ უძღვოდა საპროტესტო აქცია ახალქალაქში, სადაც შეკრებილები აცხადებდნენ, რომ მკოიანის ძმის გაზკომპანია ტარიფებს შეგნებულად ზრდიდა.

საგამოძიებო სამსახური საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 218-ე მუხლების პირველი ნაწილებით იძიებს, რაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას გულისმობს

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘გამოძიება დავიწყეთ’ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მკოიანის ძმის კომპანიაზე
ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიცია შევიდა – ენზელ მკოიანი [ვიდეო]
სუს-მა ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის საქმის შესწავლა დაიწყო
დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მანქანასთან მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო
საგამოძიებო სამსახური: ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა
საგამოძიებო სამსახური ვითიბი ბანკში დოკუმენტების გაყალბების ფაქტებს იძიებს
აქცია გაზკომპანიის თუ  ენზელ მკოიანის წინააღმდეგ – რა ხდება ახალქალაქში