FM97.5 / LIVE

აქცია გაზკომპანიის თუ ენზელ მკოიანის წინააღმდეგ – რა ხდება ახალქალაქში

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.09.2020
ახალქალაქში, მერიის შენობის წინ 12–მდე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, ისინი ადგილობრივ გაზის კომპანიას, ტარიფების ხელოვნურად მომატებაში ადანაშაულებენ და მერიას დახმარებას სთხოვენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ აქცია მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილია, რადგან „ეს ჯი გაზ კომპანი“, მისი ძმისაა.

აქცია გაზკომპანიის თუ  ენზელ მკოიანის წინააღმდეგ – რა ხდება ახალქალაქში

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ახალქალაქის ცენტრში მოსახლეობა სხვადასხვა სოფლიდან შეიკრიბა, ისინი ითხოვენ გადამოწმდეს, რამდენად სამართლიანია ბუნებრივი აირის გადასახადი. მათი მტკიცებით, ტარიფი ხელოვნურადაა გაზრდილი და ამაში კომპანია „ეს ჯი კომპანის“ ადანაშაულებენ.

„აქ შევიკრიბეთ 12 სოფლის მოსახლეობა, ჩვენი მოთხოვნაა გაზის საფასური შემოწმდეს, გადასახადი მოდის ზედმეტი, უკვე წლებია და ნელ–ნელა უფრო და უფრო მეტ ადამიანს უწევს ზედმეტის გადახდა. ოჯახში ერთი წერტილიდან მეორეში გადაყვანისთვისთვისაც ძვირია ტარიფი, ვიხდით იმაზე მეტს ვიდრე ასპინძაში ან ახალციხეში“, – აცხადებს აქციის მონაწილე ხაჩატურ სარქისიანი.

პროტესტის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთანაც ითხოვეს შეხვედრა და კომპანიასთან პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. მათ მერის მოადგილე, არმენ მარანგოზიანი შეხვდა.

„მათ ვერ დავპირდებით პრობლემის მოგვარებას. გაზის კომპანიას უნდა მიმართონ ამ პრობლემასთან დაკავშირებით“ – განაცხადა მარანგოზიანმა.

ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციას, მიზანმიმართული „შავი პიარის კამპანიას“ უწოდებს „ქართული ოცნების“ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი.

„ყველამ იცის რომ აღნიშნული კომპანია არის ჩემი ძმის, რომელმაც 15 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ როცა გაზი ბევრ რეგიონში არ იყო, გამოიყვანა ნინოწმინდასა და ახალქალაქში. მაშინ ყველა კმაყოფილი იყო. ესენი ამბობენ რომ ტარიფები იმაზე მეტია, ვიდრე სხვაგან, რაც სიცრუეა, ეს ხალხი იმისთვის გამოიყვანეს რომ რეპუტაცია შემილახონ, ეს არის ძალიან ბინძური კამპანია ჩემს წინააღმდეგ“ – აცხადებს ენზელ მკოიანი "სამცხრეთის კარიბჭესთან", თუმცა არ ამბობს, ვინ გამოიყვანა ადგილობრივები აქციაზე.

„ეს ჯი გაზ კომპანის“, რომლის წინააღმდეგ დღეს მოსახლეობა გამოვდა, მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის წევრები აკონტროლებენ. კერძოდ, საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 20%–ს შპს „მეეკი“ ფლობს, რომლის მეწილეებიც ენზელ მკოიანის ძმა და მისი შვილი არიან.

ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის აქცია ქალაქის ცენტრში, მერიის შენობასთან, დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა.

აქცია გაზკომპანიის თუ  ენზელ მკოიანის წინააღმდეგ – რა ხდება ახალქალაქში

[რობი ზარიძე, რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიცია შევიდა – ენზელ მკოიანი [ვიდეო]
‘გამოძიება დავიწყეთ’ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მკოიანის ძმის კომპანიაზე
‘სამჯერ დამირეკეს და კანდიდატურის მოხსნა მომთხოვეს’– ენზელ მკოიანი ზეწოლაზე საუბრობს
სუს-მა ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის საქმის შესწავლა დაიწყო
სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს
ენზელ მკოიანი ახალქალაქის სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა [R]
ენზელ მკოიანი და გიგლა აგულაშვილი ახალქალაქის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ [R]