FM97.5 / LIVE

ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიცია შევიდა – ენზელ მკოიანი [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.09.2020
"ქართული ოცნების" დეპუტატი და დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მისი ძმის, მარტუნ მკოიანის გაზის კომპანიაში ფინანასთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. დოკუმენტების დალუქვის და გატანის ამსახველ კადრებს მკოიანი ავრცელებს.

ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიცია შევიდა – ენზელ მკოიანი [ვიდეო]

მკოიანმა ამის შესახებ ვიდეოები ცოტახნის წინ, სკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები კომპანიიდან დოკუმენტებს იღებენ.

მისი თქმით, „ეს ჯი გაზ კომპანის“ თანამშრომლები საგამოძიებო სამსახურმა ოფისში შუა ღამეს მიიყვანა და ექვსი საათია მიმდინარეობს დოკუმენტების შეგროვება.

„ეს სერიოზული დარღვევაა, ვიცით რომ ჩვენს წინააღმდეგაა. ამ ყველაფერს საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადავცემთ. კი ბატონო, გაკოტრდეს ეს კომპანია და 17 000 აბონენტი გაზის გარეშე დარჩება. ოქტომბერ–ნოემბერში აქ ცივა, თუ ეს კომპანია გაკოტრდა და ხალხი გაზის გარეშე დარჩა, ამაზე ვიღაც პასუხს აგებ.“, - ამბობს ფეისბუკზე განთავსებულ ვიდეოში ენზელ მკოიანი.

ვიდეოში ასევე ისმის, რომ ფინანასთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2008 წლიდან არსებული დოკუმენტები ამოიღეს.



„ეს ჯი გაზ კომპანის“ 20%–ს შპს „მეეკი“ ფლობს, რომლის მეწილეებიც ენზელ მკოიანის ძმა და მისი შვილი არიან.

10 სექტემბერს ახალქალაქში, მერიის შენობის წინ 12–მდე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, ისინი ადგილობრივ გაზის კომპანიას, ტარიფების ხელოვნურად მომატებაში ადანაშაულებენ და მერიას დახმარებას სთხოვდნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ აქცია მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილია, რადგან „ეს ჯი გაზ კომპანი“, მისი ძმისაა.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘გამოძიება დავიწყეთ’ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მკოიანის ძმის კომპანიაზე
აქცია გაზკომპანიის თუ  ენზელ მკოიანის წინააღმდეგ – რა ხდება ახალქალაქში
‘სამჯერ დამირეკეს და კანდიდატურის მოხსნა მომთხოვეს’– ენზელ მკოიანი ზეწოლაზე საუბრობს
ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მისი ძმის მანქანის აფეთქება სცადეს
'ოცნების' დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქში სროლის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს [ვიდეო]
ენზელ მკოიანი მოქალაქეების მიმართულებით ისვრის [ვიდეო]
ენზელ მკოიანი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგძობს [R]