FM97.5 / LIVE

საგამოძიებო სამსახური ვითიბი ბანკში დოკუმენტების გაყალბების ფაქტებს იძიებს

მთავარისიახლე, სამართალი 14.08.2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალში კრედიტის უკანონო მიღების და ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენების ფაქტებს იძიებს.

საგამოძიებო სამსახური ვითიბი ბანკში დოკუმენტების გაყალბების ფაქტებს იძიებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ მათ ძიება ვითიბი ბანკიდან შესული განცხადების საფუძველზე დაიწყეს.

საქმის მასალების მიხედვით, ერთ–ერთი კრედიტ ოფიცერი იმისთვის რომ მომხმარებლებს ბანკიდან მეტი სესხი მიეღოთ, მათ სახელფასო ცნობებს აყალბებდა და შემოსავალში მეტ თანხას უთითებდა. გამოძიება მის მიერ სხვა დოკუმენტების გაყალბების შესაძლო ფაქტებსაც სწავლობს. იგი სამსახურიდან ვითიბი ბანკის სათაო ოფისმა გაათავისუფლა. თუმცა, ამ ფაქტის შემდეგ სამსახურის დატოვება ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალის მმართველმა დავით სუხიაშვილმაც გადაწყვიტა.

„ესეც რომ არ მომხდარიყო, განცხადების დაწერას და წამოსვლას მაინც ვგეგმავდი, 9 წელია ახალციხეში ვარ და თბილისში მინდოდა დაბრუნება ოჯახთან. ისევე, როგორც მე, რაც ეს ამბავი მოხდა, საკუთარი განცხადების საფუძველზე ბანკი კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა“, – ამბობს სუხიაშვილი.

მისი თქმით, ის გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს: „ჩემთან არანაირი პრეტენზია არ აქვს არავის. არავინ ამ საქმეში გარეული არ არის“.
სუხიაშვილი საქმის დეტალებზე არ საუბრობს. „სამხრეთის კარიბჭის“ შეკითხვებს არც ბანკის სათაო ოფისში უპასუხეს: „წერილობით გამოითხოვეთ და გიპასუხებთ“.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ ამ დრომდე პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს
2018 წელს დოკუმენტების გაყალბების 176 ფაქტი გამოვლინდა
‘გამოძიება დავიწყეთ’ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მკოიანის ძმის კომპანიაზე
კლინიკა ‘იმედში’ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა
სამცხე–ჯავახეთში 3 დღეში 30–მდე სახერხი დალუქეს
საგამოძიებო სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ბიძა დააკავა
გამოძიების დაწყება არ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს – საგამოძიებო მკოიანის კომპანიაზე