FM97.5 / LIVE

ახალციხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეების ნაწილი პირბადეს არ იკეთებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 14.09.2020
ახალციხეში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების ნაწილი პირბადის ტარების წინააღმდეგია, მძღოლები ამბობენ, რომ მათ მითითებას არ ითვალისწინებენ.

ახალციხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეების ნაწილი პირბადეს არ იკეთებს

ახალციხის ცენტრალურ ავტოსადგურში, საიდანაც ყოველდღიურად ათობით მიკროავტობუსი გადის, „სამხრეთის კარიბჭემ“ არაერთი ფაქტი დააფიქსირა, სადაც ჩანს, რომ ტრანსპორტში მყოფ მგზავრებს პირბადე არ უკეთიათ, ნაწილს ხელში უჭირავს, ნაწილი კი „დაჯარიმების შიშით“ მხოლოდ ნიკაპზე იკეთებს.

მძღოლები ამბობენ, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევები მაინც ფიქსირდება.

„ეს ახლა არ უკეთიათ სანამ გაჩერებულები ვართ, როცა გასვლა გვაქვს ხოლმე ვაფრთხილებ და იკეთებენ, სხვა რა ვქნა, მე ხომ არ დავაჯარიმებ“, – ამბობს ერთ–ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აუცილებელია მგზავრმა პირბადე ტრანსპორტში ასვლისთანავე გაიკეთოს: „ტრანსპორტში ერთ მეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, ყველა მგზავრი ვალდებულია უსაფრთხოების მიზნით ატაროს პირბადე“.

ბოლო სამ დღეში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 475 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში covid-19 დაუდასტურდა 2 392 მოქალაქეს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დახურულ სივრცეში პანდემიის ან ეპიდემიის დროს პირბადის წესის დარღვევის დროს ფიზიკური პირი 20, ხოლო იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე 500 ლარით დაჯარიმდება.

რამდენი პირი, ან ორგანიზაცია დაჯარიმდა სამცხე–ჯავახეთში უცნობია, "სამხრეთის კარიბჭემ" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაცია წერილობით გამოითხოვა.

ახალციხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეების ნაწილი პირბადეს არ იკეთებს

ახალციხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეების ნაწილი პირბადეს არ იკეთებს

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ნაწილს პირბადე არ უკეთია
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე მყოფი პირი 20 ლარით დაჯარიმდება
პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში 15 ივისიდან დაჯარიმდებით
სომხეთში 24 საათში 425 პირი დაინფიცირდა

სად არის სავალდებულო პირბადის ტარება - დადგენილება
‘კომენდანტის საათის’ დარღვევისთვის 68 მოქალაქე დაჯარიმდა - შსს
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა